შარშან, ურუგვაი არგენტინის შემდეგ მეორე ლათინოამერიკული სახელმწიფო გახდა, რომელმაც ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა. ამასთანავე, სამხრეთამერიკული კონტინენტის ქვეყნებიდან ურუგვაი ყველაზე პროგრესულ ქვეყნად შეიძლება დასახელდეს, რადგან პირველად გეი პარტნიორობა მან დააკანონა, მოგვიანებით კი ერთსქესიან წყვილებს ერთობლივად შვილების უფლება მიანიჭა.

49 წლის კიანუ რივზმა ურუგვაის დედაქალაქი მონტევიდეო თავისი მეგობრის, რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის კარლ რინშის (Carl Rinsch) ქორწილთან დაკავშირებით მოინახულა. რინში ურუგვაელ მოდელ გაბრიელა როზესზე დაქორწინდა.

ურუგვაიში მოხვედრილმა რივზმა, ქვეყანაში გეი უფლებების დაცულობის მხრივ არსებულ სიტუაციაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „დიახ, ეს საოცრად პროგრესული მიდგომაა. ამგვარი რამ ყველა ქვეყანაში უნდა ხდებოდეს“.

თავად კიანუ რივზს, მთავარი როლი აქვს შესრულებული გას ვან სენტის გეი საკულტო ფილმში „ჩემი პირადი შტატი აიდაჰო“ (1991 წ). სურათში მისი პარტნიორი იყო აწ გარდაცვლილი რივერ ფენიქსი. მას შემდეგ, ორივე მსახიობის შესახებ ჰომოსექსუალური ჭორები გავრცელდა, რომელთა უარყოფაც რივზს გულშიც არ გაუვლია, თავისი თაობის სუპერვარსკვლავის ტომ კრუზისგან განსხვავებით. „მე ისე ვცხოვრობ, რომ სულ არ მაინტერესებს, რას ამბობენ ჩემს შესახებ. ასეთია ადამიანის ბუნება – ყველას გვიყვარს სხვებზე ლაყბობა“, – თქვა მაშინ კიანუმ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s