შოტლანდიის პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებულ იქნა კანონპროექტი გეი ქორწინების ლეგალიზაციაზე. ВВС-ის ცნობით, ქვეყანაში ერთსქესიან წყვილთა ქორწინება უკვე შემოდგომაზე გახდება შესაძლებელი. კანონი სამეფო სანქციას ელის – გაერთიანებული სამეფოს მონარქის ხელმოწერას, თუმცა ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. გასულ წელს, ელისაბედ მეორემ დაუყოვნებლივ მოიწონა ინგლისსა და უელსში გეი ქორწინებების ლეგალიზაციის კანონი.

კანონპროექტს, რომელსაც ეწოდებოდა „ბილი ქორწინებისა და პარტნიორობის შესახებ“, – ხმა მისცა 105-მა დეპუტატმა, 18-ის წინააღმდეგ. პარლამენტარებმა ამ გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდეს. კენჭისყრა „სინდისის მიხედვით“ ხდებოდა: კანონმდებლები თავიანთ პოზიციას დამოუკიდებლად, პარტიული მიკუთვნებულობის გარეშე გამოხატავდნენ.

მიღებული კანონი ქორწინების შენარჩუნების უფლებას აძლევს სქესშეცვლილ ადამიანებს. მასში, ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი ერთსქესიანი ქორწინების საწინააღმდეგო აზრის ქონა, ისე, რომ ეს ჰომოფობიად არ არის განსაზღვრული.

დოკუმენტი, ასევე, ნებას იძლევა, ერთსქესიან წყვილებს ჯვრისწერაზე უარი უთხრან იმ ეკლესიების მსახურებმაც კი, ვისთვისაც ამიერიდან ეს მისაღებია. ადრე, ადგილობრივმა პრესბიტერიანულმა და კათოლიკურმა ეკლესიებმა დასახელებული კანონების წინააღმდეგ გაილაშქრეს. ერთსქესიან ქორწინებას მხარი დაუჭირეს შოტლანდიელმა კვაკერებმა და ბუდისტებმა, ასევე წარმართთა ფედერაციამ.

შოტლანდიის პარლამენტარებმა ხმა მისცეს რამდენიმე ჩასწორების წინააღმდეგ, რომლის დოკუმენტში ჩადებასაც დეპუტატი ჯონ მეისონი ცდილობდა. ერთ-ერთის თანახმად, „სახელმწიფო სექტორის არც ერთი თანამშრომლის რწმენა არ უნდა დაზარალდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირს წარმოადგენს“. შოტლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა ალექს ნეილმა მეისონის ეს და სხვა ჩასწორებები „აბსოლუტურად ზედმეტად“ შეაფასა.

ლგბტ ორგანიზაცია Equality Network, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს ქორწინების თანასწორობის მხარდასაჭერი კამპანიის ორგანიზატორი იყო, მიესალმა კენჭისყრის შედეგებს და მათ „შოტლანდიის ლგბტ თანასწორობის ისტორიის ბურჯი“ უწოდა.

ამ მომენტისთვის, შოტლანდიაში ერთსქესიანი წყვილებისთვის მხოლოდ სამოქალაქო პარტნიორობა არსებობს.

დიდ ბრიტანეთში ერთადერთ რეგიონად, სადაც ერთსქესიანი ქორწინებები არ იქნება ლეგალიზებული, დარჩება ჩრდილოეთ ირლანდია.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s