ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ ყოველი მესამე ვიეტნამელი ერთსქესიანი ქორწინების მომხრეა, ხოლო ქვეყნის მცხოვრებთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ თანასწორი ქორწინების ლეგალიზაცია არანაირად არ აისახება ჰომოსექსუალთა ცხოვრებაზე.
კვლევის „ერთსქესიანი ქორწინებების სოციალური პერსპექტივები“ მიმდინარეობისას, გამოიკითხა 5 000 ვიეტნამელი. გამოკითხულთა 52.9% გეი ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგია, ხოლო 33,7% – მომხრე.
რესპონდენტთა 41,2 %-მა განაცხადა, რომ არაფერი აქვს თანასწორ ქორწინებაში მყოფი ადამიანების საწინააღმდეგო, 62% ამგვარ წყვილებს თავად იცნობს. 30%-მა კი თქვა, რომ ჰომოსექსუალები მის ნაცნობებსა და ნათესავებს შორის არიან.
გამოკითხვაში მონაწილე ვიეტნამელთა 72% ეთანხმება მტკიცებას, რომ ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაცია არანაირად არ იქონიებს გავლენას მათ ჰეტეროსექსუალურ ოჯახებზე.
ამჟამად, ვიეტნამელი კანონმდებლები განიხილავენ ჩასწორებებს „კანონში ქორწინებისა და ოჯახის შესახებ“, რომელიც ერთსქესიანი ურთიერთობების ლეგალიზაციისკენაა მიმართული.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s