ლგბტ სოციალურ ქსელ gay.ge-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს, საკუთარი იდენტობის აღსაწერად, ახლა უკვე შეუძლია არჩევანი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ფართო სპექტრის ამსახველ კატეგორიებს შორის გააკეთოს.

გთავაზობთ რამდენიმე ტერმინის განმარტებას, რომელიც გენდერულ იდენტობის მრავალფეროვნებას აღწერს:

ტრანსგენდერი: (ლათ. trans – მიღმა, gender – სქესი) – ქოლგა ტერმინი ადამიანებისათვის, ვისი გენდერული იდენტობა ან/და გენდერული თვითგამოხატვა განსხვავდება დაბადებისას მათთვის მინიჭებული სქესისგან.

ტრანსგენდერი ქალი: ბიოლოგიური კაცი, რომლის გენდერული თვითგამოხატვაც არ შეესაბამება მის ბიოლოგიურ სქესს და შესაძლოა ტრანზიციას გადის ქალისაკენ. ტრანსგენდერი ქალები შეიძლება იყვნენ ჰეტეროსექსუალები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ა.შ.

ტრანსგენდერი კაცი: ბიოლოგიური ქალი, რომლის რომლის გენდერული თვითგამოხატვაც არ შეესაბამება მის ბიოლოგიურ სქესს და შესაძლოა ტრანზიციას გადის კაცისაკენ. ტრანსგენდერი კაცები შეიძლება იყვნენ ჰეტეროსექსუალები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ა.შ.

ტრანსსექსუალი: ტერმინი აღნიშნავს, რომ ადამიანს სურს, სჭირდება ან უკვე აქვს გავლილი სქესის ნაწილობრივი ან სრულად შეცვლისთვის აუცილებელი პროცედურები, როგორიც ჰორმონული თერაპია, სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია, სხვადასხვა პლასტიკური ოპერაცია და სხვა). ტრანნსექსუალი, როგორც ტერმინი მრავალი ადამიანისთვის პრობლემურადაც ითვლება, რადგან ტრანსგენდერული იდენტობების მრავალფეროვნების სამედიცინო პრობლემად და პათოლოგიად აღქმასთან არის კავშირში, თუმცა ბევრი, კვლავაც იყენებს ამ ტერმინს.

ტრანსსექსუალი ქალი: ბიოლოგიური კაცი, რომელიც ქალისკენ გადის ტრანზიციას (სხვადასხვა ხანგრძლივი ფიზიკური ცვლილებების შედეგად) ან უკვე გავლილი აქვს ეს პროცესი.

ტრანსექსუალი კაცი: ბიოლოგიური ქალი, რომელიც კაცისკენ გადის ტრანზიციას (სხვადასხვა ხანგრძლივი ფიზიკური ცვლილებების შედეგად) ან უკვე გავლილი აქვს ეს პროცესი.

ინტერსექსი: აღწერს ადამიანს, რომელსაც „ორმაგი“ ბიოლოგიური სქესი აქვს. არსებობს ბევრი გენეტიკური, ჰორმონული და ანატომიური ვარიაცია, რომელიც ადამიანის ინტერსექსუალობას განაპირობებს (მაგ. კლინეფელტერის სინდრომი). მშობლები და ექიმები ხშირად ინტერსექს ახალშობილებს რომელიმე კონკრეტულ სქესს მიაწერენ და შესაბამის ოპერაციასაც უტარებენ, რათა შესაბამისობაში მოიყვანონ ახალშობილის სხეული არჩეულ სქესთან. ეს პრაქტიკა სულ უფრო მეტად საკამათო ხდება და მის წინააღმდეგ უკვე ზრდასრული ინტერსექსი ადამიანები გამოდიან. ტერმინი ინტერსექსი არ შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა დეფინიციით და არ არის სინონიმი სიტყვა ტრანსგენდერისა.

ქვიარი (ინგლ. queer – უცნაური, საოცარი): ტერმინი ქვიარ, არაჰეტეროსექსუალი და არა სისგენდერი ადამიანების მიმართ დამამცირებელი მიმართვა იყო. თუმცა მოგვიანებით ამავე ადამიანების მიერ ერთგვარი პოლიტიკური იდენტობა გახდა. ტერმინი გამოიყენება პატრიარქალურ მოდელთან და სექსუალობის ნორმატიულ, ორპულუსიან გაგებასთან შეუსაბამო ქცევისა და იდენტობის აღსანიშნავად. დასავლეთში ქვიარ იდენტობა, უფრო მეტად ცნობიერების აღსანიშნავად გამოიყენება, ვიდრე კონკრეტული სექსუალური ორიენტაციისა. ქვიარ იდენტობა ეწინააღმდეგება ჰეტერონორმატიულ საზოგადოებრივ წესრიგს და თანამედროვე სექსუალურ კატეგორიებს (ჰომოსექსუალი, ჰეტეროსექსუალი) კულტურული და ისტორიული პროცესების ზეგავლენით ჩამოყალიბებულად მიიჩნევს.

გენდერქვიარი: გენდერული როლების, სტერეოტიპების უარმყოფი, ეწინააღმდეგება ნებისმიერ გენდერულ იდენტობას (“მე ვარ ქალი”, “მე ვარ კაცი”, “მე ვარ ტრანსგენდერი” და ა.შ.).

პანგენდერი: პანგენდერ ადამიანებს არ სურთ მათ ეწოდოთ “ქალი” ან “კაცი”, თვლიან რა, რომ არც ერთი ბინარული კატეგორია არ ერგება მათს იდენტობას. ამავდროულად ტერმინი ინკლუზიურია და მოიაზრებს, რომ პანგენდერი ადამიანს საკუთარ თავს ყველა გენდერული იდენტობის მატარებლად განიხილავს.

ანდროგინი: ინდივიდი, რომელსაც ახასიათებს ერთდროულად კაცური და ქალური თვისებები და საკუთარ თავს არც კაცად განიხილავს და არც ქალად.

ბიგენდერი: ადამიანი, რომელიც თავს ცნობს ორივე ბინარული სქესის მატარებლად. აუცილებელი არ არის ბიგენდერი ადამიანი 50%-ით ქალი იყოს და 50%-ით კაცი. ამასთანავე, ბიგენდერმა ადამიანი შეიძლება სხვადასხვა დროს, კაცის, ქალის, ან გენდერულად ნეიტრალური ქცევისა და იდენტობის მქონე იყოს.

სისგენდერი ქალი: ქალი, რომელსაც დაბადებისას მიანიჭეს სქესი “ქალი” და საკუთარ თავს მოიაზრებს ქალად და მისი გენდერული თვითგამოხატვა ემთხვევა საზოგადოებაში ქალურობის გავრცელებულ ნორმებს.

სისგენდერი კაცი: კაცი, რომელსაც დაბადებისას მიანიჭეს სქესი “კაცი” და საკუთარ თავს მოიაზრებს კაცად მისი გენდერული თვითგამოხატვა ემთხვევა საზოგადოებაში კაცურობის გავრცელებულ ნორმებს.

გენდერულად არაკონფორმული: ადამიანი, რომლის ქცევები და გარეგნობა არ შეესაბამება საზოგადოების მოლოდინებსა და აღქმას, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ამ ადამიანის ანალოგიური გენდერული იდენტობის მქონე ადამიანი.

gay.ge პირველი ქართული ლგბტ სოციალური ქსელია, რომელიც 2013 წლის ივლისში შეიქმნა და როგორც ვებ-გვერდის ადმინისტრაცია ამბობს, კიდევ არა ერთ სასარგებლო და საინტერესო ცვლილებას შესთავაზებს თემის წევრებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s