მოძულეებს:

წლების წინ, როცა ეკლესიაში მივედი, მე მასწავლეს, რომ ღმერთს უსასრულოდ უყვარს მისი ქმნილება. რომ გულმოწყალე მამამ, ადამიანი ერთადერთი მიზნით – სიყვარულისთვის შექმნა. მასწავლეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად შესცოდე, მამის გულში ყოველთვის არის შენი ადგილი. მახსოვს, როგორ მიხსნიდნენ, რომ ქუჩაში გასვლისას აღფრთოვანებულს უნდა მევლო – ღვთის შემოქმედების სილამაზით დამტკბარს. თითოეულში, თუნდაც ყველაზე დიდ გარეწარში, მისი უკვდავი ხატი დამენახა – რადგან განა რომელ ფიცარს, რომელ ხატმწერს, რომელ მიქელანჯელოს შეუძლია იმის გადმოცემა, რაც შეგვიძლია ღვთის უშუალო ხატებასა და მსგავსებაში დავინახოთ?

მე მიყვარდა და მიყვარს ეს ეკლესია. მოწყალების მთხოვნელთა სუნი რომ არ ეთაკილება, ცოდვილებს რომ სიყვარულით უყურებს და მათზე აუგი არ დასცდება. მზიანი სახით რომ შესციცინებს თვალებში ზეციური მამის განუზომელ და მოუკლებელ სიყვარულს, რომელიც მისი ქმნილების გვირგვინში, თითოეულ ჩვენგანში მოსჩანს. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი საქმე, ჩვენი სახე მისკენ გაშვერილი თითია – ჩვენ განუზომლად ვგავართ მას, იმისთვის, რომ ერთმანეთის ზეციური წარმომავლობა დაგვავიწყდეს.

ეს ეკლესია რომ არ მოეკლათ, ამ გავეშებულ პირუტყვებს რომ არ დაემახინჯებინათ ყველაფერი ის, რასაც იესო ნაზარეველი ასწავლიდა, ქრისტიანობის ამ გულისგულისთვის, ღარიბების ფულით ნაყიდი პრადოთი რომ არ გადაევლოთ, შესაძლოა ჩვენ ერთი ქრისტიანი მაინც გვენახა, ვინც პეკინის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში, საკუთარ დანაშაულს დაინახავდა.

ეს ქრისტიანი ალბათ იტყოდა, რომ როცა საბის კლავდნენ, ღმერთი მასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მისი ბრჭყვიალა სამოსი, მისი ნაქირავების სახლის კართან გამოგდებული და ნახევრად დამწვარი რომ გადაიღეს ქართულმა ტელევიზიებმა.

როცა ამ, ჩემთვის უცნობ ქალს კლავდნენ, რომლის საჯარო გამოსვლებიც შესაძლოა საერთოდ არ მომწონდა – იესო ნაზარეველი, სწორედ ის, ვინც მოკვდა და აღდგა, სწორედ ის ღმერთი, რომელმაც თქვა, იყოს ნათელიო და იქმნა ნათელი, საბისთან იყო.

ქრისტე ოქრო ვერცხლზე ამოტვიფრულ გამოსახულებებში არ მკვიდრობს, არც ქვის ტაძრებში – ის საზოგადოების მიერ დაუნდობლად განწირულ და გარიყულ ადამიანებში ითხოვს შველას. მაგრამ ისტორია დაუსრულებლად მეორდება.

იესო ნაზარეველს დღეს საბი ჰქვია, რომელიც კიდევ ერთხელ მოკლა კაცთა სიძულვილმა.

ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ვიქადაგო. ეს არ არის ჩემი მიზანი. მე მინდა შევახსენო ამ ქრისტიანად წოდებულ, მოხორხოცე პირუტყვს, ამ მოძულებული ქალის სიკვდილმა რომ ასე გაახარა –

ყველას ვისაც დასცინით, ყველას ვისი უბედურებაც გაგიხარდათ, სასუფეველში შესვლას შეეხვეწებით. სახეს დაიხოკავთ თითოეული სიტყვისთვის, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოთქვით. კბილებს დაღრეჭთ და სიკვდილს ინატრებთ იმ სიხარულისთვის, რომელიც ადამიანის მკვლელობის გამო გულში შეუშვით.

მინდა შეგახსენოთ ის, რა რწმენაზეც დგას ქრისტიანობა – იესო ნაზარეველი, ბოსელში დაბადებული, ჯვარზე დამცირებული, დაცინული მოკლული, ერთხელ ღრუბელთა ზედა მჯდომარე დაბრუნდება ანგელოსებთან ერთად და საშინელ სამსჯავროზე განგიკითხავთ. მას კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, საბი ჰქვია.

ღმერთო დაამხე ჰომოფობია!

ლგბტ პირებს:

იცით რა მახსენდებოდა, როცა ჩემთვის უცნობი ტრანსგენდერი პირის მკვლელობის ადგილას, გადასაღებად მივდიოდი? 1969 წლის 27 ივლისი.

პარასკევს, შუაღამისკენ, ნიუ იორკში, გრინვიჩ-ვილიჯის ცენტრში, კრისტოფერ სტრიტზე, კაფეში, სახელად სთოუნვოლ-ინ, მეექვსე რაიონული ოლქის პოლიციამ რეიდი დაიწყო. ის მესამე გეი კაფე გახლდათ, რომელიც იმ კვირას შემოწმებას დაუქვემდებარეს. ასეთი რეიდი სამოციან წლებში არავის აკვირვებდა. შემოწმება როგორც წესი ლიცენზიის არ ქონის საბაბით ტარდებოდა. კაფეებს სისტემატურად კეტავდნენ, მომხმარებლებს არბევდნენ და აპატიმრებდნენ, ხოლო მათი სახელები, სიძულვილით სავსე კომენტარებით იბეჭდებოდა პრესაში და მათი კარიერა, ზოგჯერ კი ცხოვრება, ნადგურდებოდა.

მაგრამ ეს შუაღამეს ხმამაღალი კმარა ითქვა.

შუაღამისას პოლიცია შევარდა კაფეში და დაიწყო მომხმარებელთა დაკითხვა. მათ სათითაოდ უშვებდნენ გარეთ, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ წასულიყვნენ სახლებში, ორასამდე გამოსული გეი და ლესბოსელი კედლად აღიმართა კაფის შესასვლელთან. როცა პოლიციამ მფლობელი, ბარმენი და სამი ლესბოსელი გამოიყვანა განყოფილებაში წასაყვანად, მასამ პოლიციას აქტიური წინააღმდეგობა გაუწია. პოლიციის საპასუხო რეაქციაზე კი საზოგადოება აღშფოთდა. ისინი ესროდნენ სამართალდამცველებს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიცია თავის დასაცავად გამოიკეტა კაფეში.

იმ ღამეს დაიწყო რევოლუცია. უკმაყოფილებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტალღა ჯაჭვური რეაქციით გადაედო მთელ ოლქს. ჰომოსექსუალები, ბისექსუალები თუ მხარდამჭერი ჰეტეროსექსუალები იკრიბებოდნენ, ლეწავდნენ ყველაფერს და იშლებოდნენ, იმისთვის, რომ ხელახლა შეკრებილიყვნენ და დაელეწათ. აჯანყებამ სამ დღეს გასტანა. ამ დღის შემდეგ დაიწყო ის, რაც გეების გამათავისუფლებელი მოძრაობად არის ცნობილი. სთოუნვოლ-ინ-ის კაფეზე ეწერა – „მხარი დავუჭიროთ გეების ბრძოლას“. ეს პირველად იყო ბრძოლა. გეების პირველი აჯანყება ტანჯვისა და უსამართლობის წინააღმდეგ.

ჩვენ არ შემოგვენახა ყველას სახელი და გვარი, მაგრამ ორიათასამდე ადამიანმა, ისტორიაში პირველად თქვა – ჩვენ გვაქვს თავდაცვის უფლება, ჩვენ ვართ თანასწორები და თუ ეს თქვენ არ გესმით, მოგვიწევს შეგაგნებინოთ.

ეს იყო ღირსების მქონე ხალხის პასუხი ჩაგვრაზე. მათ იცოდნენ რა სურდათ და მათ ესმოდათ რისკენ ისწრაფვოდნენ. მათ უნდოდათ თავისუფლება, ხმამაღლა ითხოვნდნენ და როგორც ეს კანონზომიერია, მიიღეს კიდეც.

საბი ვერ იქცა ქართული ლგბტ თემის როზა პარქსად. ჩვენ არ გვაქვს ძალა ავჯანყდეთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პატივი ვცეთ მის ხსოვნას. მინიმუმ იმით, რომ არ გავჩუმდეთ. დუმილი დამამცირებელია. დუმილი, თანამონაწილეობაა.

ძალიან, ძალიან ხშირად უნდა ვუმეოროთ თავს, რომ ტანჯვასა და უსამართლობას არავის შევარჩენთ. მოვა დრო, ამ ავაზაკთა ხროვას, რომელიც მკვლელებს შობს, საკუთარ ადგილს მივუჩენთ.

დიახ, მოკლეს ტრანსგენდერი, რომელსაც ამდენი გეი და ლესბოსელი „ცნობადი“ პირიდან, მხოლოდ კესარია აბრამიძე გამოეთხოვა საჯაროდ, თავისი დაულაგებელი და ზოგგან არაპოლიტკორექტული ტერმინოლოგიით.

ამით იმის თქმა მსურს, რომ კესარია აბრამიძის დაულაგებელი ლექსიკა და ცოდნის ნაკლებობა მირჩევნია თქვენს ჰალსტუხიან, დავარცხნილ და ინტელექტუალურ ჰაბიტუსს.

მონობა მხოლოდ ახანგრძლივებს მონობას

იმედს ვიტოვებ, რომ ამ წერილის შემდეგ, ოდნავ მაინც ვიგრძნობ, რომ თავისუფალი ვარ.

ავტორი: ლევან სუთიძე, ტელეკომპანია ტაბულას რელიგიის მიმომხილველი

5 Comments

  1. მნათეუს ❤

    Like

    პასუხი

  2. ამიტომაც ვამბობ მალადეც ლევანს თქო, რადგან ძალიან თამამი, გაბედული,პირდაპირი და რათქმა უნდა ვფიქრობ სამართლიანიც არის.გაიხარე ლევანი დალოცვილი იყავი დალოცვილი.

    Like

    პასუხი

  3. xoda wadi mere waetrie im shen amerikashi chven chveni shvilebi ar gvinda gvzardot pidaratebtan ertad mogityant dedismuteli yvela pidarastebs da trakshi motynaure kacebs vitom kacebs tfu bindzuri dedamovtyan pidarastebis tqveni adgili saqartveloshi ar aris kesariasac moutyan dedismuteli da yvela magnairebsac unda chagajinot ert gemshi da dagwvat shua zgvashi yvela ! tqve dedamotynulebo trakshi tu tynaurobt chumad mainc egdet ragas yvirixart tavisuflebaze magram tqventvis tavisufleba trakshi tynaurs nishnavs xoda waeteslet saqartvelodan tqveni gadajishebuli dedasheveci me

    Like

    პასუხი

  4. saqartvelo arasodes gaxdeba amerika madloba gmerts da eg uzneobis revolucia rasac ase elodebit, mxolod tqvens ocnebebshi darcheba.

    Like

    პასუხი

  5. უზნეობის რევოლუცია დიდიხნის მომხდარია საქართველოში. შვილების გაზრდაზე ვინც საუბრობთ, გაიარეთ ღამის ქალაქში და ნახეთ ვის ტყნავენ თქვენი შვილები ან ვინ ტყნავს მათ. თუმცა, ესე გამალებით ვინც აგინებს პიდარასტებს და ნერვი არ უტოკდება ბოზობაზე და სხვა უზნეობაზე ისინი ხართ პირველ რიგში აზრზე მოსაყვანები. პირადად მე არ მიმაჩნია მართებულად დაღუპული ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე აქცენტების დასმა, რადგან ყველა. ღვთის შვილია, მას კი თავისი უკანასკნელიც კი დიდი სიყვარულით უყვარს. მე მჯერა ამის! ეს რომ ასე არ იყოს რა ეშველება ამდენ ფარისეველს რომელიც უფლის სიტყვას ამოფარებული მზად არის მოძმე სიცოცხლეს გამოასალმოს თუნდაც “ტრაკში ტყნაულის” გამო, ხოლო მერე წავიდეს და ლესბოსელების პორნოგრაფიაზე კარგად დაანძრიოს სანამ შვილი სკოლაშია ცოლი კი საშოვარზე!

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s