კასპის მუნიციპალიტეტში ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლები ინგრევა, ტაძრებიდან  ჩამოშლილ არტეფაქტებს კი ადგილობრივი მოსახლეობა სათავსოების ასაშენებლად იყენებს. ეს ინფორმაცია ზურა სადაღაშვილმა მოგვაწოდა, რომელიც 2007 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამა „არეალის“ ფარგლებში, შიდა ქართლში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის ახორციელებდა. როგორც სადაღაშვილი ამბობს, მონიტორინგის ფარგლებში აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მდებარე 240 ძეგლი აღწერა, მათი 60% კი ჯერ კიდევ მაშინ მთლიანად ჩამონგრეული იყო.

axalkalaki

ახალქალაქის კოშკი. მოსახლეობამ კოშკს სათავსოები მიაშენა.

„მონიტორინგი წლების წინ ჩავატარეთ. მუნიციპალიტეტში არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც ვაცნობეთ, მაგრამ ჩვენს ცნობებს  რეაგირება არ მოჰყოლია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში არსებობს ჩვენ მიერ გაგზავნილი ფოტომასალაც, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთ სოფელში კულტურული მემკიდრეობის ძეგლებიდან მხოლოდ კედლებიღაა დარჩენილი; სახურავები ჩამოშლილია და იატაკები – ჩანგრეული“.

სადაღაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ადგილობრივები  ისტორიულ ძეგლებს ცხოველთა სადგომებად იყენებენ.

„ასეთ ფაქტს რამდენიმე სოფელში შევხვდით. მაგალითად ხელთუბანში, მე-14 საუკუნის ტაძარში ცხოველთა სადგომი აქვთ მოწყობილი. სოფელ ახალქალაქში კი კოშკზე  გაკეთებული აქვთ მინაშენები, რომელშიც ზოგი სურსათს, ზოგი კი თივის პრესს ინახავს. ერთ-ერთ მოსახლეს მინაშენში მარანი ჰქონდა გაკეთებული. ეს არის ვანდალიზმი, თუმცა ამის გამო მათ პასუხს არავინ სთხოვს“.

gudaleti

გუდალეთი. თამარ მეფის სახ. ეკლესია. კედლიდან ჩამოცვენილი მოჩუქურთმებული ქვის არტეფაქტები გამოყენებულია ცხოველთა სადგომის მშენებლობაში.

სადაღაშვილის თქმით, ამგვარ ფაქტებს სასულიერო პირებიც გულგრილად უვლიან გვერდს და  ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს დაუდევრად ეპყრობიან. უფრო მეტიც, როგორც სადაღაშვილი ამბობს, ხშირად სასულიერო პირები ძეგლისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას საკუთარი ქმედებით შეუძლებელს ხდიან.

„უამრავი შემთხვევაა, როცა სასულიერო პირებმა დაზიანებული ტაძრები ისე აღადგინეს, რომ მისი ავთენტურობა უხეშად დაარღვიეს. მშენებლობაში თანამედროვე სტილის სამშენებლო მასალების შეტანა არ შეიძლება, თუკი ჩვენს მიზანს ძეგლისთვის ძველი იერსახის დაბრუნება წარმოადგენს. სამწუხაროდ ეს ხშირად არ ესმით იმ კერძო პირებსაც, რომლებიც თვითნებურად, არქიტექტორების რეკომენდაციების გარეშე იწყებენ ტაძრების რეაბილიტაციას. ასეთი შემთხვევების შედეგად, დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლესა და კავთისხევში გვაქვს თანამედროვე ფილებით მოპირკეთებული ტაძრები, რომლებსაც არავითარი ისტორიული მნიშვნელობა არ გააჩნიათ“.

სადაღაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერზე საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად სასულიერო პირებმა და საზოგადოებამაც უნდა იგრძნოს; თუმცა ამისათვის, მისივე თქმით, აუცილებელია მათ კულტურულ-ისტორიული ძეგლების მნიშვნელობა გაიაზრონ.

sasireti

სასირეთი.შერვაშიძეების საგვარეულო კოშკი. შემოღობილია მოსახლეობის მიერ, კოშკის შიდა ნაწილი გამოყენებულია სათავსოდ.

„დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ვფიქრობ, ამ ძეგლების მნიშვნელობა არ გვესმის. ქვეყანაში 26 000-მდე ძეგლი გვაქვს და მათი უმრავლესობა უყურადღებობის გამო ნადგურდება. ამ დროს კი, ადამიანები აშენებენ და აშენებენ ახალ ტაძრებს, თითქოს ყველა უბანში ეკლესიის აშენება სავალდებულო იყოს. ამის გამო არავის გავაკრიტიკებდი, ამდენი ტაძარი რომ არ გვქონდეს მისახედი, აღსადგენი და გადასარჩენი.”

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s