2014 წელი არაერთი ქამინგ აუთით აღინიშნა, იატაქვეშეთიდან გამოსული ადამიანების რიცხვს ის ადამიანებიც შეემატნენ, ვისაც ჩვენი საზოგადოება მეტნაკლებად კარგად იცნობს. მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები თუ პოლიტიკოსები საკუთარ გადაწყვეტილებას – დაერღვიათ დუმილი, სხვადასხვა მიზნებს უკავშირებდნენ; თუმცა ერთი რამ თითქმის ყველა ქამინგ აუთის შემთხვევაში მეორდებოდა, ეს არის სურვილი პატივს სცემდნენ შენს ღირსებას მაშინ, როცა შენ შენ ხარ.

1. კრისტიან ნეირნი (Kristian Nairn), მსახიობი, Game of Thrones

01-Kristian-NairnHBO-ს ყველაზე პოპულარული სერიალში ჰოდორის როლის შემსრულებელმა მარტში ერთ-ერთ ვებ-გვერდზე სერიალის ფანის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ გეია. “მე არასდროს დამიმალავს ჩემი სექსუალობა ვინმესთვის, მთელი ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად ასე გავატარე. ველოდი, როდის მკითხავდა ამას ვინმე ინტერვიუში. რამდენჯერმე ვცადე ამ კითხვის პროვოცირება, მაგრამ უშედეგოდ!” – ამბობდა იატაკქვეშეთიდან ახლახან გამოსული კრისტიან ნეირნი.

2. ელენ პეიჯი (Ellen Page) მსახიობი
როდესაც პეიჯმა “იქს-მენსა”(X-Men) და “დასაწყისში” (Inception) ითამაშა, ხმები დაირხა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. 2014 წლის თებერვალში, ლას-ვეგასში ვალენტინობის დღეს გამართულ ლგბტ კონფერენციაზე, მან ახალგაზრდებს ასე მიმართა: “დღეს მე აქ ვარ იმიტომ, რომ გეი ვარ”, შემდეგ კი ემოციური სიტყვა წარმოთქვა ვიწრო წრეში დამალვის მანკიერ პრაქტიკის შესახებ.

06-Tyler-Glenn3. ტაილერ გლენი (Tyler Glenn), ვოკალისტი, Neon Trees
Rolling Stone-თან ინტერვიუში, 30 წლის ტაილერ გლენმა განაცხადა, რომ გეია და მორმონობასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობრივ ემოციებზე ისაუბრა. “ჩემი სარწმუნოების მიხედვით, ქალი უნდა შემყვარებოდა და მასზე მექორწინა. გული მერეოდა, თუმცა სანამ 20 წელს არ გადავაბიჯე, კაცებისადმი ჩემს გრძნობებს ყოველთვის ვიოკებდი”.

4. რუბი როუზი (Ruby Rose), მოდელი
ავსტრალიელმა მოდელმა და დიჯეიმ საკუთარი გენდერული იდენტობის შესახებ ღიად 2014 წელს ისაუბრა. RRMAINროუზმა განაცხადა, რომ გენდერულად ნეიტრალურია. Guardian-თან ინტერვიუში კი კაცად და ქალად იდენტიფიკაციის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რუბი როუზმა ამა წლის ზაფხულში მოკლე ფილმი გადაიღო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო ტრანსგენდერი, იყო გენდერულად ნონკონფორმული და გქონდეს იდენტობა, რომელიც საზოგადოებისთვის დიდი ნაწილისთვის გადახრად აღიქმება”.

საკუთარ გენდერულ იდენტობასა და სექსუალობაზე ღიად საუბრობდნენ სპორტსმენებიც. 2014 წელს იატაკქვეშეთიდან გამოსულმა სპორტის სხვადასხვა სახეობის სხვადასხვა მიღწევის მქონე წარმომადგენლებმა სპორტში არსებულ ჩაკეტილ სივრცესა და საჯაროობის შიშს გაუსვეს ხაზი.

ტენდენცია, რომ სპორტსმენებმა სექსუალობაზე არ უნდა ისაუბრონ, თანმიმდევრულად დაარღვიეს ცნობილმა სპორტსმენებმა.

Casey Stoney

5. 2014-ში საკუთარი სექსუალობის შესახებ ღიად ისაუბრა ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრებისა და ცნობილი ქალთა საფეხბურთო კლუბი „არსენალის“ კაპიტანმა, ქეისი სტოუნიმ (Casey Stoney);

6. ქამინგ აუთი გააკეთა შვედეთის ქალთა ნაკრების წამყვანმა ფეხბურთელმაც. როდესაც ჩვიდმეტი წლის იყო, თავისი ორიენტაციის რცხვენოდა, მაგრამ ახლა, როცა 27 წლისაა, კაროლინ სეგერი (Caroline Seger) სიამაყით საუბრობს საკუთარი თავის შესახებ, რათა თვითიდენტიფიკაციის პერიოდში მყოფ სხვა ახალგაზრდა ქალებს დაეხმაროს. „ძალიან დიდი დრო დამჭირდა საიმისოდ, რომ საჯაროდ მეღიარებინა – მხოლოდ ქალები მიზიდავს!“, – აცხადებს კაროლინი.

11-Ian-Thorpe7. დუმილი დაარღვია ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა იან თორპმა (Ian Thorpe). ხმები მისი ჰომოსექსუალობის შესახებ მრავალი წლების განმავლობაში დადიოდა, მას არაერთხელ დაუსვეს შესაბამისი კითხვები, მაგრამ მათზე პასუხის გაცემას სპორტსმენი ყოველთვის თავს არიდებდა. უფრო მეტიც – იგი უარყოფდა საკუთარ ჰომოსექსუალობას. 2012 წელს, მან განაცხადა: „სხვათა შორის, გეი არ ვარ, ყველა ჩემი სექსუალური მისწრაფება ჰეტეროსექსუალური მიმართულებისაა. ქალები მიზიდავს, მიყვარს ბავშვები და, ვიმედოვნებ, ერთ მშვენიერ დღეს ოჯახსაც შევქმნი“.

8. „Twitter-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე ჩემს პოსტებს 10, 15 და 20-ჯერ ვკითხულობდი, რომ ერთ რამეშიLuchsinger, Tom Luchsinger, UNC-TB2_1354- დავრწმუნებულიყავი: არავინ არ უნდა მიმხვდარიყო ჩემს სექსუალურ ორიენტაციას. ყველა ჩემი ვიდეოინტერვიუ რამდენჯერმე მქონდა ნანახი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ „კაცურად გამოვიყურებოდი“. ჟურნალისტებს, მწვრთნელებს, მშობლებსა და თანაგუნდელებს საკმაოდ თავდაჯერებული ვეგონე, მაგრამ, სინამდვილეში, თავს უსარგებლოდ, არასრულყოფილად და დაუცველად ვგრძნობდი…“ – ამ სიტყვებით დატოვა იატაქკვეშეთი ცურვაში აშშ-ის ჩემპიონმა ტომ ლუჩსინგერმა (Tom Luchsinger).

9. ცურვის გარდა, სიახლე იყო კრივშიც. მოკრივე ორლანდო კრუსმა (Orlando Cruz), რომელიც ღია გეია, კარგად იცის, რომ სპორტის იმ სახეობაში, სადაც მოღვაწეობს, ერთადერთი გეი არ არის. 32 წლის სპორტსმენმა ქამინგ აუთი ამა წლის დასაწყისში გააკეთა. იგი პირველი პროფესიონალი მოკრივეა, ვინც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა და ისე განაგრძო კარიერა.

კაცი ფეხბურთელი თუ გახსენდებათ, რომელმაც ღიად ისაუბრა სექსუალობაზე? ალბათ გსმენიათ ჭორები მწვანე მოედნის ამა თუ იმ ვარსკვლავზე; შესაძლოა ისიც შენიშნეთ, რომ “ეჭვმიტანილი” სპორტსმენები უმალ და დიდი მონდომებით ცდილობენ მაჩოს იმიჯის მორგებას.

thomas-hitzlsperger10. საფეხბურთო სამყაროში არსებულ დისკრიმინაციულ გარემოს გერმანელი ფეხბურთელი ტომას ჰიტცლშპერგერი (Thomas Hitzlsperger) არ შეუშინდა და აწ უკვე კარიერადასრულებულმა ღიად განაცხადა, რომ გეია.

სიახლეები იყო პოლიტიკასა და ბიზნესში. სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან ჰომოფობიის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გარდა, გასულ წელს საკუთარი და რიგითი მოქალაქეების უფლებების ადვოკატირებისთვის იატაკქვეშეთი ცნობილმა პოლიტიკოსებმა დატოვეს.

11. პენსილვანიის გუბერნატორმა იატაკქვეშეთში გატარებული წლების გამო ბოდიში მოიხადა. ჯიმ ფერლოს (Jim Ferlo ) პრესკონფერენციაზე ლგბტ პირების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დასჯის მექანიზმების გაფართოებაზე უნდა ესაუბრა, თუმცა მედიასთან მისი შეხვედრა ღია ქამინგ აუთით დამთავრდა.
edgars-rinkevics
12. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა ქამინგ აუთი ორ ენაზე გააკეთა: თავდაპირველად ლატვიურად, შემდეგ კი – ინგლისურად. „ვამაყობ, რომ გეი ვარ. წარმატებებს გისურვებთ!“, – დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

13. ტიმ კუკი, ეფლის აღმასრულებელი დირექტორი, წლებია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ლიდერების ათეულში ფიგურირებს. თავისი სექსუალობის შესახებ კუკმა პირველი საჯარო განცხადება 2014 წელს გააკეთა. “მთელი ჩემი კარიერული ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი, ჩემი პირადი ცხოვრება ყველასგან დამალული დარჩენილიყო”, – წერს ,,ეფლის” აღმასრულებელი დირექტორი Bloomberg Businessweek-ში გამოქვეყნებულ წერილში. “არასოდეს მითქვამს უარი ჩემს სექსუალობაზე, მაგრამ, ამავდროულად, არასოდეს მიღიარებია საჯაროდ. ნება მიბოძეთ, ვიყო გულახდილი: ვამაყობ, რომ გეი ვარ და ვფიქრობ, რომ ვიყო გეი – არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ღვთისგან მიმიღია.”

TimCook_633

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s