wordpress-ის სტატისტიკის მიხედვით, 17maisi.org–ზე გამოქვეყნებული ახალი ამბები, სტატიები თუ ბლოგპოსტები ათასობით ადამიანმა წაიკითხა. ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან ზოგიერთს აქტუალობა წლის განმავლობაში შეუნარჩუნებია. გთავაზობთ იმ სტატიებს ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე ბევრ მკითხველს წაუკითხავს.

1. “ნახვამდის ბენდუ”

“ბატონო კახა, იმედი მაქვს სამოთხეში ანგელოზებს არ დაერევით და ფრთების პრივატიზების აუცილებლობაში არ დაარწმუნებთ,”  – ეს არის ბლოგპოსტის ბოლო სიტყვები, რომლითაც “იდენტობას” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ვაჭარაძემ კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

2. “წითელი კაბა”

ათი ათასობით ადამიანს მოუძებნია და წაუკითხავს ინფორმაცია “იდენტობას” მოკლე ფილმის “წითელი კაბის” შესახებ. ფილმი ჰომოფობიის თემას ეძღვნება და მჭიდროდ არის დაკავშირებული 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებულ მოვლენებთან.

3.  კახა კალაძე ქალთა მიმართ ძალადობაზე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქალთა მიმართ ძალადობასა და ქალების გახშირებულ მკვლელობებს გამოეხმაურა. “ვერ წარმოდგენია – იყო მამაკაცი და ხელი აღმართო ქალზე…”  – 17maisi.org კალაძის პირწიგნაკის პოსტს ციტირებს.

4. ლევან სუთიძე: „სახლში არავინ გივარდებათ“

“დიახ, მოკლეს ტრანსგენდერი, რომელსაც ამდენი გეი და ლესბოსელი „ცნობადი“ პირიდან, მხოლოდ კესარია აბრამიძე გამოეთხოვა საჯაროდ, თავისი დაულაგებელი და ზოგგან არაპოლიტკორექტული ტერმინოლოგიით. ამით იმის თქმა მსურს, რომ კესარია აბრამიძის დაულაგებელი ლექსიკა და ცოდნის ნაკლებობა მირჩევნია თქვენს ჰალსტუხიან, დავარცხნილ და ინტელექტუალურ ჰაბიტუსს. მონობა მხოლოდ ახანგრძლივებს მონობას. იმედს ვიტოვებ, რომ ამ წერილის შემდეგ, ოდნავ მაინც ვიგრძნობ, რომ თავისუფალი ვარ,” – წერს ლევან სუთიძე სტატიაში.

5. კირა ნაიტლი ესთეტიკური ფაშიზმის წინააღმდეგ

ცნობილმა მსახიობმა თანამედროვე შოუბიზნესში ფოტოების დამუშავებისას რეტუშის საყოველთაო გამოყენების წინააღმდეგ გაილაშქრა. კირა ამბობს, რომ თანამედროვე სამყაროში ფოტოგრაფიის წყალობით კულტივირებულია ირეალური, მიუწვდომელი იდეალები, რომლებიც ერთი შაბლონითაა მოჭრილი. ამის ფონზე კი, სულ უფრო და უფრო რთული ხდება ადამიანის სხეულის ფიგურისა და ფორმების მრავალფეროვნების აღქმა.

6. SOS! თავდასხმა დღისითმზისით, რუსთაველის გამზირზე

გამოუცნობი მიზეზების გამო, 6-7 ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა სამხატვრო აკადემიის სტუდენტს, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტრო რუსთაველის მიმართულებით მიდიოდა. 2013 წლის 17 მაისი, დიახ, სწორედ ამგვარ ძალადობრივ ფაქტს ჰქონდა ადგილი ამა წლის 9 დეკემბერს.

7. პატრული: „ამ სისულელეებზე ნუ გვაწუხებთ!“

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ხშირად ირღვევა, განსაკუთრებით კი ქალის უფლებები,  ყველაზე მეტად მტკივნეული და დანაშაულებრივი პოლიციის მიერ გამოჩენილი გულგრილობაა; გულგრილობა როგორც ფიზიკური ძალადობის საფრთხის, ისე სექსუალური შევიწროვების ფაქტების მიმართ.

8. ოთო კობახიძე: ღია წერილი პატრიარქს

“იქნებ ერთხელ მაინც გექადაგათ, განსხვავებული აზრის პატივისცემაზე, იმაზე, რომ თუ ვინმე ეკლესიას გააკრიტიკებდა ბოლო სიტყვებით არ ეგინებინათ ან მუშტები დაეშინათ – თქვენ ხომ ამდენი ადამიანი გისმენთ და გენდობათ,” – ღია წერილში პატრიარქს სწერდა ოთო კობახძე.

9. დათუნა სულიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ღია წერილით მიმართავს

17maisi.org უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს, რომლითაც დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გახშირებულ საპოლიციო რეიდებთან დაკავშირებით, ღია წერილის სახით, ფეისბუქის მეშვეობით მიმართა.

10. სოდომი, გომორა და კაზანტიპი, ანუ რას გვერჩის ღმერთი

“ადამიანი, ალბათ ერთადერთი ცხოველია, რომელსაც შეუძლია თავი დაარწმუნოს, რომ ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე ღმერთმა, კაზანტიპის  გამო ჩვენი დასჯა გადაწყვიტა, კაზანტიპის ნაცვლად კი მეწყერი, დარიალის ხეობას მოუვლინა,” – ასე ავითარებს მსჯელობას სტატიის ავტორი ზაზა დობორჯგინიძე კაზანტიპთან მიმართებაში არსებული განწყობების შესახებ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s