ბელგიის კათოლიკე ეპისკოპოსმა მორწმუნეებს ისეთი გზის პოვნისკენ მოუწოდა, რომელიც აღიარებს ერთსქესიან წყვილებს ეკლესიაში, იმის პარალელურად, რომ არ უარყოფს ჰეტეროსექსუალური ქორწინებების საკვანძო მნიშვნელობას.

ანტვერპენის ეპისკოპოსი იოჰან ბონი (Johan Bonny) კათოლიკე ეკლესიის ლიბერალურად განწყობილ იერარქებს შეუერთდა. „ჩვენ უნდა ვაღიაროთ ურთიერთობათა მრავალგვარობა, უნდა განვიხილოთ ეკლესიის მიერ ისეთი ურთიერთობების აღიარების საკითხი, როგორშიც ცხოვრობს ბევრი ჰომოსექსუალი წყვილი“, – განაცხადა მან 27 დეკემბერს გაზეთ De Morgen-თან ინტერვიუში.

ეპისკოპოსმა ისიც აღნიშნა, რომ პარტნიორების ურთიერთნდობაზე აგებულ ურთიერთობებზე დაფუძნებული ქრისტიანული ეთიკა მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ინსტიტუციური საკითხები. მისი თქმით, რადგან სეკულარულ (საერო) საზოგადოებაში პარტნიორული ურთიერთობების აღიარების უამრავი სამართლებრივი ნორმა არსებობს, ეკლესიამაც უნდა გამოძებნოს ამგვარი შესაძლებლობები.

ბონიმ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს, კათოლიკე ეკლესიას ერთსქესიანი ურთიერთობების ჰეტეროსექსუალური ქორწინების მსგავსად დალოცვის გზის პოვნა მოუწევს. „ეკლესიაში დიდი ადგილი უნდა დაეთმოს გეი და ლესბოსელ წყვილებს, და თანაცხოვრების ამგვარი ფორმა იმ კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს, რომელსაც საეკლესიო ქორწინება შეიცავს, – აღნიშნა ეპისკოპოსმა, – ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი კრიტერიუმები შეიძლება ურთიერთობათა მრავალგვარობაშიც ვიპოვოთ – უნდა ვეძიოთ სხვადასხვა მოდელები, რათა ამ ურთიერთობებს შესაბამისი ფორმა მივანიჭოთ“.

აქვე, ბონიმ აღნიშნა, რომ კათოლიკურ მრწამსში ჰეტეროსექსუალურ ქორწინებას უწინდებურად პრივილეგიური ადგილი უკავია, იგი კვლავაც შეინარჩუნებს საკრამენტალურ ხასიათს, მაგრამ ეს თვისება „არ უნდა იყოს იზოლაციური და კარს არ უნდა უჯახუნებდეს მრავალგვარი ურთიერთობების აღიარების მსურველთ“.

იოჰან ბონი პრესის ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში აღმოჩნდა, როდესაც განაცხადა, რომ კათოლიკე ეკლესიამ უნდა მიიღოს ლგბტ ადამიანები და დალოცოს ადრე განქორწინებულთა ხელახალი ქორწინება.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s