იაპონელ მანგა მხატვარს, რომელიც საკუთარი ვაგინის გამოსახულებებს ქმნის, „უწესო ქმედების“ გამო ბრალი წაუყენეს.

გამოძიების თანახმად, 42 წლის მეგუმი იგარაში (Megumi Igarashi) საკუთარ ნამუშევრებს ტოკიოს სექს-შოფში ფენდა. გარდა ამისა, იგი სხვა ადამიანებს ციფრულ ფაილებს უგზავნიდა, რომელთა საფუძველზეც 3D პრონტერზე მისი ვაგინის მოდელის ამობეჭდვა იყო შესაძლებელი.

megumiროკუდე ნაშიკოს ფსევდონიმის ქვეშ (Rokude Nashiko – იაპონურად: „ნაძირალა გოგო“) ამოფარებული იგარაში 2014 წლის ივლისში დააპატიმრეს, მაგრამ ადვოკატთა აპელაციის შემდეგ გაათავისუფლეს. მეგუმი ხელმეორედ დეკემბრის დასაწყისში დააკავეს. როგორც თავად ამბობს, დამნაშავე არაა.

„ჩემი ნაწარმოებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ კეთილი სიცილით უნდა გავიცინოთ, – აქ ხომ ნატიფად დეკორირებული სასქესო ორგანოების სახალისო გამოსახულებებია ნაჩვენები!“, – განაცხადა მან სასამართლო მოსმენებისას.

შეგახსენებთ მთელი ამ აურზაურის მიზეზს: იაპონური კანონებით, გენიტალიების გამოსახულება აკრძალულია. როგორც წესი, მედიასაშუალებებში ისინი გადაფარული სახით გადის ხოლმე.

თუ მხატვარს დამნაშავედ ცნობენ, მას ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და 21 000$-ზე მეტი ოდენობის ჯარიმის გადახდა ელის.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s