რუსეთის გოსფილმოფონდი (Госфильмофонд) უარს განუცხადებს თანამშრომლობაზე 72 წლის ბრიტანელ რეჟისორს პიტერ გრინევეის (Peter Greenaway), თუ ეს უკანასკნელი არ „დაამუშავებს“თავის ბიოგრაფიული ფილმის სცენარს სერგეი ეიზენშტეინზე. რუსი ჩინოვნიკების უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ სცენარში არსებობს „დიდი რუსი რეჟისორის პირადი ცხოვრების დეტალები, კერძოდ მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მოხსენიება“.

გოსფილმოფონდის 67 წლის დირექტორმა ნიკოლაი ბოროდაჩევმა, რომელიც სსრკ-ს დროს ტაჯიკეთის კინოპროექტების კურატორი იყო, ლეგენდარულ რეჟისორს სცენარის „დამუშავებისკენ“ მოუწოდა. „არ მინდა ვისაუბრო ამაზე (ჰომოსექსუალობა, მთარგმნელის შენიშვნა), მაგრამ სცენარში სწორედაც რომ ეს თემა არ მოგვწონს. თავის მხრივ, რეჟისორი იჩემებს, რომ ეიზენშტეინის ცხოვრების ეს ასპექტი ფილმისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტია. რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სცენარი პიტერ გრინევეის სტილშია დაწერილი, მაგრამ ჩვენ ამ ფილმის ხილვა რამდენადმე სხვაგვარად წარმოგვიდგენია. თუ რამე ისე არ იქნება, როგორც საჭიროა, პროექტს ხელს აღარ მოვკიდებთ“, – განუცხადა ბოროდაჩევმა Известия-ს.

ორი წლის წინ, გრინევეიმ გამოთქვა აზრი, რომ რუსებს „მოუწევთ იმასთან შერიგება, რომ მათი უდიდესი რეჟისორიც (უდიდესი კომპოზიტორ ჩაიკოვსკისთან ერთად), ჰომოსექსუალი იყო“.

ამჟამად, წარმოების სტადიაშია გრინევეის სრულმეტრაჟიანი სურათი „ეიზენშტეინი გუანახუატოში“, რომლის მსოფლიო პრემიერა 2015 წლის თებერვალში, ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში შედგება. სურათის სიუჟეტის თანახმად, გუანახუატოში (მექსიკა) ეიზენშტეინის გიდია ახალგაზრდა, ცოლიანი ისტორიკოსი პალომინო კანედო. საბჭოთა კლასიკოსი მასთან ერთად სიყვარულის ხანმოკლე ისტორიას განიცდის… საბედნიეროდ, დასახელებულ პროექტთან გოსფილმოფონდს არანაირი შეხება არ გააჩნია. რუსი კინოჩინოვნიკების გულისწყრომა გრინევეის სხვა სურათმა (სამუშაო სახელწოდება: „ეიზენშტეინის ხელის ჩამორთმევა“) დაიმსახურა. რეჟისორს გოსფილმოფონდისგან საარქივო მასალები სჭირდება. გრინევეისა და გოსფილმოფონდის თანამშრომლობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ განიხილებოდა, როცა „მიზულინას კანონი“ ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული, კულტურა კი სხვა მინისტრს ებარა – არა მას, ვინც კინოში „მხოლოდ იმ ყვავილების მორწყვა განიზრახა“, რომელიც მას მოსწონს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s