“კაცი და კაცი ოჯახი კი არა, გარყვნილებაა. ჩემი აზრით ეგრეა. მე ჩემი შეხედულებები მაქვს. აუცილებელია, რომ ქვეყანა იყოს დაცული ამისაგან; იმისთვის, რომ ის რაც ჩვენი ღირებულებებია, არ აითქვიფოს რაღაც სხვაში”, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური “17 მაისის” კითხვას, არის თუ არა ორი ქალის ან ორი კაცის ურთიერთობა ოჯახი.

ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ის ინიციატივა შეაფასა, რომლის მიხედვით კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიცია ჩანაწერის სახით უნდა დაკონკრეტდეს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი.

“რა თქმა უნდა, ორივე ხელით დავუჭერ იმ ინიციატივას მხარს”, – განაცხადა ძიძიგურმა “17 მაისთან” საუბარში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ქორწინების თანასწორობა ის საკითხია, რომელზეც ერთიანი პოზიცია დასავლური სამყაროს  იმ ქვეყნებშიც კი არ არსებობს, სადაც ერთსქესიანი ქორწინება ლეგალიზებულია.

“დასავლურ ქვეყნებში ზოგან ლეგალიზებულია, ზოგან – არა. ამ თემებზე ყველა ქვეყანაში მიდის კამათი. მე, მაგალითად, საფრანგეთში ვიყავი მაშინ, როდესაც ერთსქესიანი ქორწინება დააკანონეს და მილიონიანზე მეტი საპროტესტო დემონსტრაცია ვნახე. ეს არ არის ისე, როგორც ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ აი, იმ ქვეყნებში ასეაო. იმ ქვეყნებშიც არის ძალიან დიდი ვნებათაღელვა, მათ შორის საფრანგეთშიც, ჰოლანდიაშიც, ინგლისშიც და ყველგან. ცივილიზებული სამყარო დღესაც კამათობს ამ თემებზე”, – აცხადებს ძიძიგური.

ცნობილია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსახლეობის 10-15%-ს ლგბტ ადამიანები შეადგენენ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s