დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომაზე მისულმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “17 მაისის” კითხვაზე, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა, პასუხის გაცემას თავი აარიდა.

შეგახსენებთ, კვირიკაშვილის მისამართით არაერთხელ გაისმა ბრალდება, რომ მინისტრი სეკულარობის პრინციპს არღვევს და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფით, მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ მოქმედებს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ისაუბრა საპატრიარქოს მხრიდან კვირიკაშვილის მისამართით განხორციელებულ ზეწოლაზე ტურიზმის ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა იყო.

“კაზანტიპის სახალხო რესპუბლიკის” ანაკლიაში გამართული ფესტივალის შემდეგ,  ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა  იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც ფესტივალი წარუმატებლად ჩატარდა. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სიგუამ, სწორედ, ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობის არათანმიმდევრული ნაბიჯები დაასახელა. სიგუა ამბობდა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკიტა მარშუნოკისთვის მიცემული დაპირებებიდან მხოლოდ ერთი – უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეასრულა. სიგუას თქმით, პირადად კვირიკაშვილის ბრძანება იყო, რომ არავითარი სარეკლამო რესურსი არ გახარჯულიყო ფესტივალის პიარ კამპანიისთვის. “ცხრასვლიანი საჭადრაკო ნაბიჯები გადაიდგა, ოღონდაც როგორმე ეკონომიკის სამინისტროს ხელი არ მოეწერა ნიკიტა მარშუნოკთან კონტრაქტზე. მარშუნოკი ჩაითვალა ეშმაკის მოციქულად და მის გამოგზავნილად”, – ამბობდა სიგუა.

მისივე თქმით, კაზანტიპის ფესტივალის თაობაზე მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად იგი საპატრიარქოშიც იყო დაბარებული.

”მინისტრი დაიბარეს, მეც დამიბარეს, საპატრიარქოში. მქონდა შეხვედრები ეპისკოპოსებთან და მეუფეებთან, იერარქიაში კარგად ვერ ვერკვევი, მითხრეს, ეს არ უნდა ჩატარდესო, ეს იქნება სოდომი და გომორი, ეს საქართველოს წაართმევს ანაკლიას, ამიტომ დაკარგა უკრაინამ ყირიმი, რომ იქ ტარდება კაზანტიპიო. მშვიდად მოვუსმინე, ვუთხარი ჩემი არგუმენტები, ავუხსენი ყველაფერი, ვითომ ერთ მომენტში დაიჯერეს, შემდეგ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა, არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. ზეწოლა იყო, ნამდვილად, არ მინდა მთელი ეკელსია გავაკრიტიკო, მაგრამ იქ არიან სასულიერო პირები, რომლებიც ნამდვილად არ იქცევიან როგორც სასულიერო პირები, პირიქით, ძალიან ცუდ როლს ასრულებენ ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში”,- აცხადებდა სიგუა “ბინზესკურიერთან” საუბარში.

ამასთანავე, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი სასულიერო პირების მხრიდან შანტაჟზე საუბრობდა. მისი განმარტებით, სასულიერო პირები უკმაყოფილოდ მიუთითებდნენ სიგუას მისი მოადგილის სექსუალურ ორიენტაციაზე.

“რამდენიმე სასულიერო პირი დამადგა და შანტაჟის გზით მითხრეს, რომ შენი ერთ-ერთი მოადგილე არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონეო. მერე რა, მე ვუთხარი, რა თქვენი საქმეა. აგერ ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს მიღებული-მეთქი. მერე სხვა რამეები მოითხოვეს.”

სიგუას განცხადებით, ამ ყველაფერმა იმოქმედა გიორგი კვირიკაშვილზე, რის შემდეგაც მინისტრმა გადაწყვეტილება შეცვალა.

“შეხვედრის შემდეგ მე მითხრა გიორგი კვირიკაშვილმა, რომ მას ნამდვილად არ სურს, რომ მიიღოს ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდება სასულიერო პირებს და ამიტომ უმჯობესია, ჩვენ ეს ღონისძიება ჩავშალოთო”, – აცხადებდა გიორგი სიგუა “ბიზნესკურიერში” ქართული კაზანტიპის წარუმატებლობის მიზეზებზე საუბრისას.

 

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s