ონლაინ გაცნობის აპლიკაციები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მომხმარებლებს უამრავ კამპანიას სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი საშუალება „Grindr“ ნებისმიერ ადამიანს პოტენციური პარტნიორის მოძიებაში ეხმარება. ის ძირითადად გეი კაცების მიერ ერთმანეთის გასაცნობადაა შექმნილი და iOS-ისა და Android-ის სისტემებზე მუშაობს. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია „Apple App Store“-დან და „Google Play“-ს საშუალებით.top-social-apps-by-usage-app-index
აპლიკაცია ავტომატურად ცნობს მოწყობილობის ადგილმდებარეობას და ადამიანებს მასთან ტერიტორიულად ახლოს მყოფი პარტნიორის მოძიებაში ეხმარება.
Grindr საშუალებას იძლევა შეხვიდე ნებისმიერი დარეგისტრირებული ადამიანის პროფილზე, გაეცნო მის ისტორიას, სურათებსა და გაესაუბრო რჩეულს ჩატის საშუალებით.
აპლიკაცია სპეციალურად ლგბტ ადამიანებისთვის შეიქმნა და მისი App Store-ში გამოჩენის შემდეგ, ყველაზე პოპულარული და ფართოდ მოხმარებადი პროგრამა გახდა,  რომელიც მსოფლიოს 192 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

„Grindr Xtra“ მისი წინამორბედი ვერსიის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც 300 მომხმარებლის ერთად ნახვის საშუალებას იძლევა. მას აქვს დაბლოკვის ფუნქცია და გაცილებით უფრო მოსახერხებელია. Grindr Xtra ერგება iPhone, iPod touch, iPad-ისა და Android-ის სისტემებს.

აღნიშნული პროგრამის მომხმარებელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამას ისიც მოწმობს, რომ სოციალური აპლიკაციების რეიტინგის ჩამონათვალში „google+“-ის შემდეგ, ის მე-9 ადგილს იკავებს. ამავე რეიტინგის მიხედვით, ის ერთ-ერთ პოპულარულ სოციალურ ქსელს „Tumblr“-საც უსწრებს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s