ადამიანებს უნარი გვაქვს ვისწავლოთ, ვიმსჯელოთ და პრობლემები გადავჭრათ. ამასთან, თვითშეგნებულნი, გონიერნი ვართ და რეალობის შეგრძნებაც გვაქვს. ასევე, ვაზროვნებთ და ვგრძნობთ. კრეატიულები ვართ, აბსტრაქტულად ფიქრი შეგვიძლია. გვაქვს ენა და მას საკუთარი იდეებისა და ფიქრების გამოსახატავად ვიყენებთ. ეს ყველა თვისება გონიერების ნიშანია. თუმცა, მეცნიერები შეიძლება ბოლომდე არ იზიარებდნენ ამ დეფინიციას, მაგრამ ზოგადად თანხმდებიან, რომ ადამიანები სხვა ცხოველებზე გაცილებით მეტად განვითარებულნი არიან.

გონიერებით ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლებიც გამოირჩევიან. გთავაზობს იმ ცხოველების მცირე ჩამონათვალს, რომელიც ადამიანის შემდეგ ყველაზე ჭკვიან არსებებად მიიჩნევიან.

შიმპანზე მაიმუნები თითქმის ჩვენსავით არიან

შიმპანზეთუ ადამიანებს ნიჭი და გონიერება გვაქვს, გარკვეულწილად შიმპანზეებიც ასევე უნდა იყვნენ:  ჩვენი გენეტიკური ინფორმაცია 98 პროცენტით იდენტურია. შიმპანზე მაიმუნებს შეუძლიათ შექმნან და გამოიყენონ სამუშაო იარაღები, ორგანიზებულ ჯგუფად ინადირონ და ძალადობრივ ბრძოლაშიც კი ჩაებან. ველურ ჯარებს გამოკვეთილი ქცევა და თვისებები აქვთ.

საველე დაკვირვებებმა და ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ შიმპანზეებს თანაგრძნობის, ალტრუიზმისა და თვითშეგნების უნარებიც აქვთ. მოცემულ სურათზე ჩანს, რომ შიმპანზე რიცხვული მეხსიერების ტესტს ადამიანზე უკეთ აბარებს.

დელფინები კრეატიულები არიან

დელფინიჯორჯთაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჟანეტ მანი ირწმუნება, რომ დელფინები კრეატიული ცხოველები არიან. ამის თქმის საფუძველს მას ავსტრალიელ დელფინებზე დაკვირვების შედეგები აძლევს.

ავსტრალიაში დელფინები ფსკერიდან საკვების მოპოვების დროს სპეციალურ ღრუბელს იყენებენ, რათა დრუნჩი დაზიანებისგან დაიცვან. მეცნიერებისთვის ეს დელფინების სიჭკვიანის ერთ-ერთი უბრალო ნიშანია. სხვა ნიშნები მოიცავს მკაფიო სტვენასა და წკლაპუნს, რომელიც შესაძლოა დელფინთა სახელებს ნიშნავდეს. ანუ დელფინები ერთმანეთს განსხვავებული ხმოვანი სიგნალებით მიმართავენ და ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი ერთმანეთს სახელებსაც არქმევენ. ამდენად, მათ სასაუბრო ენა აქვთ.

სპილოებს ოჯახის წევრის გამხნევებაც შეუძლიათ

სპილომეცნიერებს ექსპერიმენტების დროს უნახავთ, როგორ ამხნევებენ სპილოები საკუთარი ოჯახის წევრებს გაჭირვების დროს, ეხმარებიან სხვა სახეობის ცხოველებს საჭიროების დროს, თამაშობენ წყალში და ფეხების ბრახუნით გამოწვეული ვიბრაციით ურთიერთობენ. ზოგიერთი მკვლევარი ირწმუნება, რომ ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი არგუმენტი იმისა, რომ სპილოები ჭკვიანები არიან, შემთხვევაა, როდესაც აზიელმა ქალბატონმა სპილომ, სახელად „Happy”-მ, სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი აღიქვა და იცნო.

მსგავსი კომპლექსური ქცევა მხოლოდ ადამიანებს და დელფინებს, მაიმუნთა სახეობიდან კი – ორანგუტანებს, შიმპაზეებსა და გორილებს ახასიათებთ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s