თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ჰომოსექსუალობის შესახებ „17 მაისის“ კითხვას პასუხობს. როგოც ალასანია ამბობს, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის და ფიქრობს, რომ ავადმყოფობა განსხვავებულის მიმართ ძალადობაა.

„რა თქმა უნდა, არა – ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ მიმაჩნია. განსხვავებული ადამიანის მიმართ ძალადობა და ამ ქმედების მხარდაჭერაა ავადმყოფობა და არა – ჰომოსექსუალობა“, – ამბობს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი.

კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა ორი ქალის ან ორი კაცის ერთობა ოჯახად, ირაკლი ალასანია პასუხობს, რომ მისთვის ოჯახური წყვილი ქალი და მამაკაცია.

„მე ასეთი ხედვა მაქვს, მაგრამ ბუნებრივია, კონსტიტუცია ყველა ადამიანსა და წყვილს აბსოლუტურად იდენტურად, ერთნაირად იცავს და უნდა იცავდეს. ამ კუთხით, სამართლებრივ ასპექტში, დისკრიმინაციას მე, რა თქმა უნდა, მხარს არ ვუჭერ. ჩვენს ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადაიდგა. კონსტიტუციას ყველამ პატივი უნდა ვცეთ, სადაც ყველას უფლება თანაბრად უნდა იყოს გარანტირებული“, – ამბობს ალასანია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ოჯახი, როგორც ქალისა და კაცის ერთობა უნდა განისაზღვროს.

„არ ვიცი, ამის კონსტიტუციაში ასახვა რამდენად საჭიროა. არ მგონია, რომ ამის აუცილებლობა იყოს“, – აღნიშნავს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა 1990 წლის 17 მაისს ავადმყოფობათა კლასიფიკაციიდან ამოიღო. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ კი ჰომოსექსუალობა კვლევების საფუძველზე მენტალური დაავადებების სიიდან 1973 წელს ამოიღო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s