“უფლებების დაცვა ნიშნავს იმას, რომ სხვა უფლებებს არ შეეხო. შენ უნდა გახსოვდეს, მეც ჩემი უფლებები გამაჩნია. საკუთარი უფლებების დაცვაში ყველა ძალიან ცივილური უნდა იყოს, კანონის ფარგლებში, ჰუმანიზმის ფარგლებში. თუ ამას გავითვალისწინებთ, 17 მაისი წინ გვაქვს და არანაირი უარყოფითი რეაქცია მას არ მოჰყვება. მაგრამ თუ ვინმე თვლის, რომ საკუთარი უფლებებიმსოფლიოს დასანახად მხოლოდ პროვოკაციით, პროვოცირებით, მხოლოდ მუშტი-კრივებით უნდა დაიცვას და ასე გააღიზიანოს საზოგადოება, გამოვიდეს საჯაროდ და საკუთარი ცოდვების აფიშირება შუაგულ ქალაქში მოახდინოს, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება არ მიიღებს და ადეკვატური პასუხიც მოჰყვება.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ორივე მხარე მოზომილი უნდა იყოს, ამ დღეს ორივე მხარე ძალიან მშვიდად უნდა შეხვდეს. ამ დღეს ისეთი არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მით უმეტეს, როდესაც ქართული სამოციქულო ეკელსია ქრისიტიანული ოჯახის დაცვის დღეს აღნიშნავს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, ისე იცხოვროს, როგორც მას სურს, მაგრამ არც ერთ ადამიანს არ გვაქვს იმის უფლება, ჩვენი პირადული ცხოვრება სხვას თავს მოვახვიოთ და ვაიძულოთ, ცოდვასა თუ მადლში ჩვენი თანამონაწილე გახდეს. მე უნდა დამიტოვო არჩევანის უფლება, მინდა თუ არა ეს”.

3 მაისი. 2015. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s