“ყველა ჯგუფს, მათ შორის იდენტობას, კანონით და კონსტიტუციით, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გარანტირებული აქვს. როცა სახელმწიფო ამაზე უარს ამბობს, ძალიან სამარცხვინოა”, – ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე იმ ფაქტს, რომ 17 მაისს, უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, იდენტობა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ვერ აღნიშნავს.

დეპუტატის თქმით, არჩეული მთავრობის მოვალეობაა, მისი მოქალაქეების უფლებები თანაბრად დაიცვას და არა – შერჩევითად. როგორც გოგუაძე აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ 17 მაისს თბილისის ცენტრალურ ნაწილში საჯარო სივრცეს მთლიანად ეკლესია დაიკავებს, ლგბტ ჯგუფი კი, აქციას ვერ გამართავს, ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს პირდაპირ ვალდებულებას – დაიცვას კანონის უზენაესობა, რაც, მისივე თქმით, სამარცხვინოა.

გოგუაძის განცხადებით, ეს ფაქტი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზეც უარყოფითად იმოქმედებს.

“სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ დაიცვას კანონი და კონსტიტუცია. როცა სახელმწიფო არ ასრულებს ვალდებულებას და იდენტობას უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, ეს არის ძალიან სამარცხვინო. საქართველოს საგარეო იმიჯი დაზარალდება, რადგან სახელმწიფომ თქვა – მე ვერ დავიცავ ლგბტ ადამიანებს ანუ მე არ ვარ სახელმწიფო, ჩემს მოქალაქეებს ვყოფ იმ ადამიანებად, ვისაც დავიცავ და ვისაც არ დავიცავ. ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ ხელისუფლება, რომ მოქალაქეებს კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული ყველა უფლების გამოყენების შესაძლებლობა მისცეს. სახელმწიფოს კი, საერთოდ არ ესმის, რა არის კანონის უზენაესობა. კანონის თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს ყველა და როდესაც, სახელმწიფო ადამიანების რაღაც ჯგუფზე მაღლა სხვა ჯგუფს აყენებს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კანონის უზენაესობას არ იცავს”, – განუცხადა ნინო გოგუაძემ “17 მაისს”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ორგანიზაცია იდენტობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლგბტ თემი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს წელსაც ვერ აღნიშნავს. განცხადებიდან ირკვევა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და შს სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, 17 მაისის აქციაზე უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თუმცა, საბოლოოდ, სახელმწიფო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაურიგდა და თბილისში საჯარო სივრცე მთლიანად საპატრიარქოს გამოუყო, – ნათქვამია იდენტობას განცხადებაში.

17 მაისს, პატრიარქის შარშანდელი ინიციატივით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ცნობისთვის, 17 მაისს, 2004 წლიდან, მთელ მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s