იურისტი თამარ გურჩიანი მიიჩნევს, რომ წელს ლგბტ ადამიანებისა და მათი უფლებადამცველებისათვის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ვერაღნიშვნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სირცხვილია.

როგორც იგი „17 მაისთან“ აღნიშნავს, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნით, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მნიშვნელობის მოპარვა და მისი მიჩქმალვა ხდება. მეორე მხრივ, ორგანიზაცია იდენტობას მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრობს, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ლგბტ თემს 17 მაისის საჯაროდ აღნიშვნისთვის საჭირო უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა.

გურჩიანის თქმით, ამას ერთადერთი შეფასება აქვს – „ეს არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სირცხვილი, რადგან ის იმის ნაცვლად, რომ უმცირესობის მხარეს დადგეს, უმრავლესობას თავდაჯერებულობას აძლევს და სრულიად არალეგიტიმური იდეების პროპაგანდისთვის, როგორიცაა ძალადობა და უთანასწორობა, უფრო მეტ ძალას მატებს. ჩემი აზრით, ეს სირცხვილი და ამ სახელმწიფოში ძალიან სერიოზული უკანდახევაა“, – აღნიშნავს იურისტი.

„17 მაისის“ კითხვაზე, დღეს საქართველოში რომელი საკითხი უფრო მწვავედ დგას – ოჯახის სიწმინდის დაცვისა თუ ჰომოფობიის, თამარ გურჩიანი პასუხობს, რომ ოჯახის სიწმინდის შენარჩუნების დღე აბსურდად მიაჩნია.

„საერთოდ, თითიდან გამოწოვილ მოვლენად მიმაჩნია, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა და მიზანი ჩემთვის სრულიად ნათელია. მათ ჰგონიათ, რომ ოჯახის სიწმინდე უმცირესობის უფლებებთან რაღაცნაირად დაპირისპირებული ცნებაა. სინამდვილეში, ასე არ არის. ამიტომ, ეს ფუნდამენტურად მცდარი და ცინიკურია – ეს ორი ღირებულება ერთმანეთთან დაპირისპირებული არ არის და მათი თანაარსებობა აბსოლუტურად შესაძლებელია. წმინდაა ის ოჯახი, რომელშიც ჰომოსექსუალი ადამიანი იბადება და არ შეიძლება ოჯახის სიწმინდის თემის რედუცირება მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილამდე მოხდეს, რომელსაც ასევე, ჰეტეროსექსუალი შვილი ჰყავს. ეს არის აბსურდი.

ამიტომ, როცა საკითხი დგას ასე – რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ქართულ საზოგადოებაში არაპრობლემური ოჯახის სიწმინდის თემაც არ არის, რადგან ეს საზოგადოება ფარისეველი და ყალბია. ოჯახური ერთგულებისა და ზოგადად, ოჯახის, როგორც ღირებულების დიდ პატივისცემას ამ საზოგადოებაში ისედაც ვერ ვხედავ. მნიშვნელობა არ აქვს ეს ლგბტ წყვილების ოჯახი იქნება თუ ჰეტეროსექსუალების“, – ამბობს თამარ გურჩიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ  ოჯახური ღირებულებები – ერთგულება, ერთმანეთის პატივისცემა და ა.შ. ისედაც ღრმა კრიზისშია.

რაც შეეხება ჰომოფობიას, იურისტი ფიქრობს, რომ ეს თემა „ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რაც დღეს ქათული საზოგადოების წინაშე დგას“.

„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ღრმა კრიზისს არსად ისე არ ამჟღავნებს, როგორც ამ თემასთან მიმართებაში, რადგან არსად ისეთი მასშტაბური სიძულვილის ტალღა არ გვქონია, როგორც სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში. შესაბამისად, საკითხის სიმწვავის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მეორე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა, ვერც იმ ხალხს ვერ დავამშვიდებ, ვისაც ჰგონია, რომ ქართული საზოგადოება ოჯახზე ორიენტირებული არის. დღეს ქართულ საზოგადოებას ოჯახი შერჩა, რომელიც სამწუხაროდ, მთლაინად სიყალბესა და უთანასწორობაზე დგას, რაც შეუძლებელია, ოჯახის სიწმინდის ცნებასთან კონფლიქტში არ მოდიოდეს“, – ამბობს „17 მაისთან“ თამარ გურჩიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ორგანიზაცია იდენტობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლგბტ თემი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს წელსაც ვერ აღნიშნავს. განცხადებიდან ირკვევა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და შს სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, 17 მაისის აქციაზე უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თუმცა, საბოლოოდ, სახელმწიფო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაურიგდა და თბილისში საჯარო სივრცე მთლიანად საპატრიარქოს გამოუყო, – ნათქვამია იდენტობას განცხადებაში.

17 მაისს, პატრიარქის შარშანდელი ინიციატივით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ცნობისთვის, 17 მაისს, 2004 წლიდან, მთელ მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

  1. რუსკა 22/02/2016, 15:08

    გურჩიანო შენ ხარ დღევანდელი საქართველოს სირცხვილი

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s