“ხომ იცით, რომ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური არაა და, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ევროპული კონვენციით იგი შეიძლება შეიზღუდოს”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ “17 მაისთან” საუბარში.

დეპუტატის თქმით, 17 მაისის, როგორც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, საჯაროდ აღნიშვნის მსურველთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს. მისივე თქმით, უსაფრთხოების ზომების მიღება მთავრობის ვალდებულებაა.

“ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებას ამ ჯგუფებთან, მზად ვარ, თუ კი სურვილი ექნებათ, შევხვდე დაინტერესებულ მხარეებს ამ საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ბესელია ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასაც ეხმაურება. მისი თქმით, ოჯახის სიწმინდის შენარჩუნება და ჰომოფობიის დაუშვებლობა მნიშვნელოვანია.

“მნიშვნელოვანია, განსხვავებული აზრისადმი ძალადობის დაუშვებლობა… სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლებას უსაფრთხოების გათვალისწინებით უზრუნველყოფს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s