ანა რეხვიაშვილი: მე მინდოდა ამ ერთი წუთის განმავლობაში მელაპარაკა იმაზე, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში გადაწყვიტეს, რომ ლგბტ ადამიანებს არ აქვთ უფლება საჯაროდ იარონ და ხმამაღლა ილაპარაკონ იმ პრობლემებზე და ძალადობაზე, რომელსაც ისინი ყოველდღიურად განიცდიან.

ლოგიკა ასეთია: შენ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი რაც გინდა – საკუთარ ოთახში. თუმცა, ამაზე საჯაროდ არ უნდა ილაპარაკო. პრობლემა, რაც ამ ლოგიკას აქვს ის არის, რომ არავინ არ იბადება და იზრდება საკუთარ ოთახში. ჩვენ, ადამიანები, როცა ვიბადებით გვჭირდება ოჯახი, რომელსაც ვუყვარვართ; გვჭირდება ვიპოვოთ მეგობრები; გვჭირდება ვიპოვოთ სამსახური, სადაც დაგვაფასებენ და მიგვიღებენ. ზუსტად იმის გამო, რომ სხვადასხვა სექსუალობის მქონე ადამიანების არსებობაც კი არ არის გაცნობიერებული, ამ ადამიანების იდენტობის ერთი ნაწილი ყოველთვის უნდა იყოს დამალული და თუ გამჟღავნდება, ის აუცილებლად გახდება ძალადობის მსხვერპლი.

ამიტომ მგონია, რომ საკუთარ პრობლემებზე და ტკივილზე ლაპარაკი პროპაგანდაა, რაც ცალსახად აღქმულია, როგორც ცუდი რამ – ძალიან არასწორი ლოგიკაა.

ანა რეხვიაშვილი იდენტობას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. “1 წუთი მაესტროზე”. მაისი. 2015.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s