ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლგბტ ქორწინება ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გახდა.

ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო აქტივიზმის კულმინაციაა. ბოლო დროს ჩატარებულმა გამოკითხვებმა კი დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების მცხოვრებთა უმრავლესობა ლგბტ ქორწინების მომხრეა.

ამ საკითხზე აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე მსჯელობდა. ლგბტ ქორწინების დაკანონებას მხარი 5-მა მათგანმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგ წავიდა. ქორწინების თანასწორობის ბედი მოსამართლე ენტონი მ. კენედის ხმამ გადაწყვიტა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქორწინების თანასწორობის მომხრეებს მხარდაჭერა 2012 წელს გამოუცხადა. “ახლაც კი, როდესაც “არ იკითხო, არ თქვა” პოლიტიკა გაუქმებულია, ლგბტ ადამიანებს არ შეუძლიათ ქორწინების მეშვეობით გამოუცხადონ ერთმანეთს ერთგულება. გარკვეულ მომენტში დავასკვენი, რომ ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია წინ გავიხედო და დავადასტურო – მე ვთვლი, ერთი სქესის წყვილებს უნდა შეეძლოთ დაქორწინება,” – აცხადებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ABC -თან სატელევიზიო ინტერვიუში.

აშშ-ს უზენაეს სასამართლოს ლგბტ ქორწინების მხარდაჭერისკენ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონიც მოუწოდებდა. შესაბამისი განცხადება კლინტონის პრესსპიკერმა ადრიენ ელროდმა მიმდინარე წლის აპრილში გააკეთა. გავლენიანი სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციების, გელაპი – ამერიკის საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი (American Institute of Public Opinion) და Greenberg Quinlan Rosner-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გეი ქორწინების მხარდამჭერთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა და 60%-ს აღემატება.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s