ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ლგბტ ქორწინების კონსტიტუციურად ცნობის შესახებ, პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა. ის საგანგებო მიმართვით გამოვიდა და თქვა, რომ ამერიკამ უნდა იამაყოს, რადგან ამ გადაწყვეტილებით სამყარო ოდნავ უფრო სრულყოფილი გახდა.

“ჩვენი ერი ემყარება ფუნდამენტურ პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი თანასწორი ვართ. ყოველი თაობის მიზანია, იპოვს საერთო ამ სიტყვების მნიშნვნელობასა და რეალობას შორის.

პროგრესი ყოველთვის მცირე მიღწევებით მოდის. ზოგჯერ იდგმება ორი ნაბიჯი წინ და შემდეგ ერთი ნაბიჯი უკან. არიან თავდადებული მოქალაქეები,  რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ და ზოგჯერ არის ასეთი დღეებიც, როდესაც ეს ნელი, მტკიცე ძალისხმევა სამართლიანობით ჯილდოვდება.

უზენაესმა სასამართლომ ქორწინების თანასწორობა კონსტიტუციურად ცნო. ამ გადაწყვეტილებით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა ამერიკელს კანონი თანაბრად იცავს და რომ ყოველი ადამიანი თანაბარ პირობებში უნდა იყოს, მოუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის და ვინ უყვარს.

ეს გადაწყვეტილება დაასრულებს იმ სისტემას, რომელიც გვაქვს – იმ ასი ათასობით ლგბტ წყვილის გაურკვევლობას იმის გამო, რომ მათ არ იციან, არიან თუ არა დაქორწინებულნი, ან იქნება თუ არა მათი ქორწინება ლეგიტიმური სახელმწიფოსთვის, თუ ისინი გადაწვეტენ, საცხოვრებლად სხვა შტატში გადავიდნენ  ან თუნდაც ეწვიონ მას.

ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ჩვენს ყველა თემს იმით, რომ ლგბტ წყვილებს ექნებათ ღირსეული ქორწინების უფლება ამ დიდ მიწაზე.

ჩემს მეორე ინაუგურაციაზე ვთქვი, რომ თუ ჩვენ ნამდვილად თანასწორებად დავიბადეთ, მაშინ ჩვენი სიყვარულიც აუცილებლად თანაბარი უნდა იყოს. სასიამოვნოა, რომ სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ეს პრინციპი დაადასტურა.

ეს არის ჯიმ ობერგფელის და სხვა მოსარჩელეების გამარჯვება. ეს არის გეების და ლესბოსელთა იმ წყვილების გამარჯვება, რომლებიც დიდხანს იბრძოდნენ თავიანთი სამოქალაქო უფლებებისთვის. ეს არის გამარჯვება იმ ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახებს ახლა ისევე თანასწორად აღიარებენ, როგორც სხვა ოჯახებს. ეს არის იმ მოკავშირეების, მეგობრების და მხარდამჭერების გამარჯვება, რომლებმაც ათწლეულები იმუშავეს ამ ცვლილებების მისაღებად და ეს არის გამარჯვება ამერიკისთვის. დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რაც მილიონობით ამერიკელს სწამს, როდესაც ყველა ადამიანს თანაბრად მოეპყრობი, უფრო მეტად თავისუფლები ვიქნებით.

ჩემმა ადმინისტრაციამ ამ იდეით იხელმძღვანელა. ჩვენ სწორედ ამიტომ შევაჩერეთ ე.წ ‘ქორწინების დაცვის აქტი’, სწორედ ამიტომ ვართ მოხარულები იმით, რომ სასამართლომ, ბოლოს და ბოლოს, უგულებელყო ეს დისკრიმინაციული კანონი, სწორედ ამიტომ დავასრულეთ ეტაპი – “არ შეეკითხო და არ ილაპარაკო’’.

მე ვიცი, რომ ბევრ ჩვენს ლგბტ დასა და ძმას ეს ცვლილება დაგვიანებული ეჩვენება, მაგრამ სხვა ბევრ საკითხთან შედარებით ეს სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება იყო.

მე ვიცი, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გაგრძელდება. ოპოზიცია გარკვეულწილად გულწრფელ და ღრმა შეხედულებებს ემყარება. თითოეული  ჩვენგანი, ვინც ამ სიახლეს მიესამლება, კეთილგონიერი უნდა იყოს, აზრთა სხვადასხვაობა გააცნობიეროს და რელიგიის თავისუფლებას პატივი სცეს.

ჩვენ დიდი და მრავალფეროვანი ერი ვართ სხვადასხვა ბექგრაუნდით, რწმენით, გამოცდილებით და ისტორიებით, მაგრამ დაკავშირებული იმ იდეით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, როგორ გამოიყურები ან ვინ და როგორ გიყვარს, რადგან ამერიკა არის ადგილი, სადაც შენ შენი ბედისწერის შექმნა შეგიძლია.

ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც სჯერა, რომ თითოეულ ბავშვს აქვს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერების უფლება. გასაუმჯობესებელი და სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა დღეს ჩვენ ნათლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კავშირი ოდნავ უფრო სრულყოფილი გავხადეთ.

ეს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგია, თუმცა აქამდე უფრო მეტად იმ უთვალავმა მცირე ნაბიჯმა მიგვიყვანა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ათწლეულების განმავლობაში დგამდა, აცხადებდა თავის ორიენტაციას, ესაუბრებოდა მშობლებს, რომელთაც უყვარდათ თავიანთი შვილები მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყვნენ ისინი. ადამიანების, რომლებიც მიუხედავად ჩაგვრისა და დაცინვისა, დარჩნენ ძლიერებად, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგეს და ეტაპობრივად შეძლეს მთელ ქვეყანას გაეცნობიერებინა, რომ სიყვარული არის სიყვარული.

ეს უთვალავი უცნობი გმირი ჩვენს მადლობას იმსახურებს. ისინი ძალიან ამაყნი უნდა იყვნენ. ამერიკა ძალიან ამაყი უნდა იყოს”.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s