‘ძალიან ბუნებრივია, რომ ეს მოხდა’ –  ასე აშშ-ში ლგბტ ქორწინების დაკანონებას ლაშა ბუღაძე აფასებს. მწერალი ამბობს, რომ სამყარო გარკვეული საკითხების მიმართ უფრო ტოლერანტული და ადეკვატური უნდა გახდეს.

“ჩემი დამოკიდებულება ლგბტ ქორწინების მიმართ ძალიან პოზიტიურია. ძალიან ბუნებრივია, რომ ეს მოხდა. ცივილური სამყარო ბევრ ქვეყანაში უკვე მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თუ 2 ადამიანს ერთად ცხოვრება უნდა, მათ არჩევანში არავინ უნდა ჩაერიოს. სამყარო რაღაც-რაღაცების მიმართ უფრო ტოლენატული და ადეკვატური უნდა გახდეს, ამა თუ იმ საკითხებს ფობიებით და კომპლექსებით არ უნდა შეხედოს. ალბათ ყველაზე მეტად ის ბრაზობს, ვისაც რაღაც შიშები აქვს, რაც ფსიქო-სოციალური თვალსაზრისით  ცალკე საკვლევი თემაა.”

ლაშა ბუღაძე ამბობს იმასაც, რომ საზოგადოებაში ლგბტ თემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კრემლის იდეოლოგიით საზრდოობს. მწერალი აღნიშნავს, რომ საბოლოოდ ჰომოფობია განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება.

“ამბობენ, რომ აი ჩვენთან აპირებენ ამის დაკანონებას და გვართმევენ ჩვენს ეროვნულობას, რწმენას, ამიტომ დასავლეთი ცუდია, კრემლი კი კარგი. ეს ფობიები, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, კრემლიდან საზრდოობენ.

კარგი იქნება, თუ მოსახლეობას ავუხსნით, როგორ მივიდა დასავლეთი ამ გადაწყვეტილებამდე, რა ეტაპები გაიარა, ისტორიული, სოციალური თუ სხვა თუ სხვა. ბუნებრივია, ყველგან ლექციას ვერ ჩაატარებ, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ეს საკითხი ასე ბრტყლად არ იყოს მიწოდებული.

ჩვენთან, ხომ იცით, როგორ ხდება – ვიღაც ზედაპირულად იტყვის რაღაცას, მედია ზედაპირულად გააშუქებს და მერე აიტაცებენ, რომ აი დასავლეთი სოდომს აკანონებს. ეს პოლემიკა სწორედ ამ დისკურსში გადადის  და სოციალურ დისკურსს სცდება. ეს სერიოზული საკითხია და იმ პრობლემას უკავშირდება, რომელსაც განათლება ქვია.”

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლგბტ ქორწინება ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გახდა.

One Comment

  1. თეა 31/01/2016, 14:53

    I vote for marriage equality!
    მხარს ვუჭერ ერთსქესიანთა ქორწინებას!

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s