ბიოლოგიურად ქალი ადამიანები საქართველოში კაცებისგან განსხვავებულად სოციალიზდებიან. ბიჭს ბავშვობიდან მოუწოდებენ, სოციალიზდეს გარეთ, გავიდეს, იყოს დამოუკიდებელი, ქალი კონტროლქვეშ ექცევა. იგივე აისახება ლგბტ თემზეც იმიტომ, რომ კაცებს აქვთ უფრო მეტი სოციალიზაციის ადგილი გარეთ. თუმცა ეს, მეორე მხრივ, მათ ფიზიკური ძალადობის თვალსაზრისით კიდევ უფრო მოწყვლადებს ხდის – ამბობს ნათია გვიანიშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი.

ფრონტლაინ ჯორჯიაში გამართულ დისკუსიაზე, რომელზეც საქართველოში მცხოვრებ ლბტ ქალთა პრობლემების შესახებ იმსჯელეს და რომლის ერთ-ერთი მომხსენებელიც სწორედ ნათია გვიანიშვილი იყო, კითხვები ლბტ ქალების სოციალიცაზიის სივრცეების შესახებ დაისვა.

ქალები კიდევ უფრო შეზღუდულები არიან, არ სოციალიზდებიან კლუბებსა და ბარებში და სივრცეები მათთვის ერთმანეთთან სახლში სტუმრობით ან იმ რამდენიმე არასამთავრობო ორგანზიაციის ოფისით შემოიფარგლება რომელიც დღეს არსებობს და ასეთი სულ სამია, მათ შორის ერთ-ერთი – ჩვენი ორგანიზაცია. მაგრამ ძირითადად ვსოციალიზდებით ერთმანეთთან სტუმრობით და სახლში მისვლით, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ერთ-ერთი უსაფრთხო საშუალება არის ინტერნეტი, სადაც შეიძლება ქალმა ქალი პარტნიორი იპოვოს. კაცების შემთხვევაში უფრო მეტი არის ეგეთი სივრცე გარეთ.

საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჰომოფობიურად არის განწყობილი. ACT-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული 407 ზრდასრული ადამიანიდან 27% გეი ადამიანების ქვეყნიდან გაძევების მომხრეა, 90%-ზე მეტი კი არ ისურვებდა, ჰომოსექსუალი ოჯახის წევრი ყავდეს.

ნათია გვიანიშვილი ამბობს, რომ ეს იმ რეალობას ასახავს, რომ ლგბტ ადამიანებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისგან განსხვავებით, ოჯახის მხარდაჭერა არ აქვთ, ანუ მათთვის არ არსებობს სივრცე, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ. მისივე თქმით, ეს საკითხი ბი, ლესბი და ტრანსგენდერი ქალებისთვის კიდევ უფრო პრობლემატურია.

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2012 წლის მონაცემებით, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ყოველი მე-5 ლესბოსელი და ბისექსუალი ქალი იყო, 2014 წლის მონაცემებით – ყოველი მე-4. ერთი მხრივ, ძალადობა თითქოს შემცირდა, მაგრამ 2014-ში, 2012-თან შედარებით, გეი და ბი სექსუალ მამაკაცებთან შედარებით, ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობის მაჩვენებელმა 8%-ით იმატა.

გვიანიშვილისვე თქმით, ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში კიდევ უფრო რთულია. ისინი სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის ერთ-ერთი პირველი სამიზნეები ხდებიან. ამასთან, მათთვის კანონმდებლობასთან დაკავშირებული ბევრი საკითხიც მოუგვარებელია.

ეს იმიტომ ხდება, რომ ტრანსგენდერი ადამიანების იდენტობა არის უფრო ხილვადი, ვიდრე ლესბი, გეი და ბი ადამიანების შემთხვევაში იმის გამო, რომ მათ  სჭირდებათ, გარეგნობა შინაგან თვითაღქმას მოუსადაგონ.

ტრანსგენდერებისთვის ბევრი მნიშნელოვანი საკითხი კანონმდებლობით არ რეგულირდება. მაგალითად, სქესის სამართლებრივი აღიარების საკითხი, რაც მოიაზრებს იმას, რომ ყველა ჩვენგანს პირადობის მოწმობებში გვიწერია სქესი – ან მდედრობითი, ან მამრობითი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა დაიწყო ტრანზიცია, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, საკუთარი გარეგნობის მისადაგება საკუთარ თვითაღქმასთან და ეს არ შეესაბამება იმას, რაც მას უწერია პასპორტსა და პირადობის მოწმობაში, ამ ადამიანს ექმნება ძალიან ბევრი პრობლემა საზღვარზე, ბანკში ა.შ. ნებისმიერ ადგილას, სადაც ადამიანმა საბუთების წარდგენა არის საჭირო. ეს განსაკუთრებით პრობლემურია დასაქმების სფეროში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოცდილება, ეს მსოფლიო გამოცდილებაა -დამსაქმებლები ხშირად ამჯობინებენ, ასეთი ადამიანები სამსახურში არ აიყვანონ. ამიტომ, ბევრი ტრანსგენდერი არჩევს, არ ეძებოს ოფიციალური დასაქმება და ამჯობინებს ისეთ სამსახურს, სადაც არის დაბალი ანაზღაურება, ცუდი სამუშაო პირობები, მაგრამ სადაც დარეგისტრირება საჭირო არ არის.

როგორც ნათია ამბობს, ადამიანების დამოკიდებულების კუთხით, ტრანსგდენერ ქალებს კაცებთან შედარებით მეტი პრობლემა აქვთ, რადგან საზოგადოება მასკულინურ ქალს ფემინურ კაცზე მეტად ლმობიერად ეპყრობა.

ტრანსგენდერი ქალებს უფრო დიდი პრობლემები აქვთ, იმიტომ რომ ისინი ნაკლებად ახერხებენ, შეერიონ საზოგადოებას, ტრანსგენდერი კაცებს კი, ანუ ბიოლოგიურად ქალებს ეს ნაკლებად უჭირთ. იმიტომ რომ ქალის მასკულინურობას საზოგადოება ნაკლებ აგრესიით აღიქვამს, ვიდრე კაცის ფემინურობას. ტრანსგენდერი ქალები საზოგადოებას თვალში ძალიან “ეჩხირება”. მათზე უფრო ხშირად ძალადობენ. გარდა ამისსა, მათთვის დასაქმების შანსი უფრო ნაკლებია და ამიტომ ებმებიან კომერციულ სექს სამუშაოში, რაც ასევე პრობლემურია, იმიტომ რომ ეს ძალადობის რისკებს აათმაგებს.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s