“თეატრისა და კინოს მსახიობი უნდა გამოვიდე. “ლურჯა ცხენები” არის მიცკევიჩზე,  სტუდია და იქ ვმსახიობობ, თეთრ ბაირაღებში ვთამაშობ, სხვა სპექტაკლებშიც. მინდა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდეს” – ამბობს გიგო შიუკაშვილი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს.

გიგოს გაუმართლა, ის მუსიკალური შოუ “X ფაქტორის” ერთ-ერთი თანაწამყვანია. გიგო მე-12 კლასშია და წლის ბოლოს საატესტატო გამოცდებსაც ჩააბარებს. თუმცა, მისი ატესტატი მისი კლასელების ატესტატებთან გათანაბრებული არ იქნება და შესაბამისად, ვერც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას შეძლებს.

მიუხედავად ამისა, გიგოს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა ბავშვებს, რომლებსაც 9 კლასი აქვთ დამთავრებული, შეუძლიათ, სხვადასხვა პროფესიას კოლეჯში დაეუფლონ. ერთ-ერთი ასეთი – “სპექტრია”, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ სამშენებლო, საავტომობილო, ელექტროობა და ეკოლოგიის მიმართულებებზე ისწავლონ.

“ისწავლება ღებვა, ბათქაშის გაკეთება, ფილების მოპირკეთება, ზეინკლობა. შეუძლიათ გახდნენ სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტები,  გარემოს დაცვის ტექნიკოსები, ისწავლონ ხის მხატვრული დამუშავება, ძერწვა და ავეჯის დამზადება” –   ამბობს კოლეჯის თანამშრომელი თეა ლეჟავა.

ამ კოლეჯთან ორგანიზაციამ “რეალური ცვლილებებისთვის”, რომელიც ცოტა ხნის წინ დაარსდა და რომელიც შშმ პირთა დასაქმებისა და მათ სასწავლო პროცესში ჩართვის უზრუნველყოფაზე მუშაობს, მომორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი ბავშვების წინაპროფესიული უნარების განვითარებისა და მათი პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.

“რეალური ცვლილებებისთვის” – ეს არის იმ მშობლების ორგანიზცია, ვინც გადავწყვიტეთ, რომ პრობლემები, რომელთაც ვაწყდებით, ეტაპობრივად გადავჭრათ და ხელი შევუწყოთ ჩვენს შვილებს, გახდნენ დამოუკიდებლები. ამისთვის მათ, პირველ რიგში, კარგი განათლება სჭირდებათ, პროფესია და პროფესიული უნარები, რომლებსაც შემდეგ ცხოვრებაში გამოიყენებენ და რეალიზებული იქნებიან.

სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ფონდის ხელშეწყობით გავაკეთეთ სოციალური საწარმო “ბაბალე”, რომელიც სექტემბრიდან ამუშავდება. აქ ბავშვები წინაპროფესიულ უნარებს შეიძენენ. მათთვის ეს სერვისი უფასო და ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ბავშვებს, რომ განსაზღვრონ თავიანთი პროფესიული ორიენტაცია, სწორედ ამიტომ გვინდა პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობა.

გარდა ამისა, რამდენიმე კვირაში ნაფარეულის ქუჩაზე მაღაზიაც გაიხსნება, სადაც “ბაბალეს” მოსწავლეები თავიანთი ხელნაკეთი პროდუქციის გაყიდვას შეძლებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი, ირინა წეროძე ამბობს, რომ სექტემბერში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშემოდგომო რეგისტრაცია დაიწყება. მან კოლეჯის ხელმძღვანელებსა და ბავშვებს ურჩია, ის პერიოდი, რაც რეგისტრაციის დაწყებამდე არის დარჩენილი, ნაყოფიერად გამოიყენონ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბოლო რამდენიმე წელია ინკლუზიური განათლების დანერგვაზე ზრუნავს. ვერ ვიტყვი, რომ ერთბაშად, მაგრამ ეტაპობრივად დავიწყეთ ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება ყველა კოლეჯში. მიზანია, რომ საბოლოოდ ყველა პროფესიული სასწავლებელი იყოს ხელმისაწვდომი შშმ პირებისთვის. საშემოდგომო რეგისტრაცია ძალიან მალე დაიწყება. იმედი მაქვს, ნაყოფიერ, ეფექტურ პროფესიულ საორიენტაციო შრომას გასწევთ, რაც მათ არჩევანზე იმოქმედებს და ეს იქნება უშუალოდ პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

თუმცა, ”რეალური ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი, გოჩა გაბოძე კვლავ ატესტატის არათანაბრობის საკითხს უბრუნდება და ამბობს, რომ რადგან ამ ეტაპზე ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების საშუალება არ აქვთ, სასურველი იქნება, მსგავსი ტიპის პროფესიულ კოლეჯებს სახელოვნებო მიმართულებაც დაემატოს, რათა მათ არჩევანის გაკეთება მხოლოდ სამშენებლო საქმის მიმართულებებს შორის არ უწევდეთ.

(C) ’17’-ის მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s