საქმეზე ‘ილარი და სხვები იტალიის წინააღმდეგ’ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იტალიამ უნდა განიხილოს ერთი დაიგივე სქესის ადამიანების ქორწინების სამართლებრივად ცნობის შესაძლებლობა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რაც ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას გულისხმობს.

საქმე 3 ჰომოსექსუალი წყვილის საჩივარს ეხება, რომელშიც ისინი აღნიშნავდნენ, რომ იტალიური კანონმდებლობის პირობებში მათ წართმეული აქვთ ქორწინების და სხვა სამოქალაქო კავშირების შექმნის უფლება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ის სამართლებრივი დაცვის გარანტიები, რაც ჰომოსექსუალ წყვილებს იტალიაში აქვთ, არა მხოლოდ ვერ უზრუნველყოფენ ლგბტ წყვილების ძირითადი საჭიროებების დაცვას, არამედ მათი სანდოობის ხარისხიც არასაკმარისია.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ერთი და იგივე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირები ან რეგისტრირებული პარტნიორობა ურთიერთობის კანონიერად ცნობის ყველაზე სათანადო ფორმაა.

მან მიუთითა ისიც, რომ ევროპის საბჭოს 24-მა წევრმა 47-დან მხარი დაუჭირა ერთი და იგივე სქესის ადამიანების კავშირების იურიდიულად აღიარებას და იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომაც რამდენჯერმე გააკეთა მოწოდება მსგავსი უფლების დაცვისა და აღიარებისკენ.

სტრასბურგის სასამართლოსვე დადგენილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხე სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით უნდა მიიღოს შესაბამისი ზოგადი და/ან ინდივიდუალური ზომები და შეასრულოს ვალდებულებები, რათა დაიცვას განმცხადებლების და იმ სხვა ადამიანების უფლებები, ანალოგიურ სიტუაციაში არიან და  მათ პირად და ოჯახური ცხოვრების უფლებას პატივი სცენ.

სასამართლომ იტალიას თითოეული განმცხადებლისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s