20 წლის თორნიკე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში 2014 წლიდან სწავლობს. უკვე მე-3 კურსზე უნდა გადადიოდეს, თუმცა პირველი კურსის საგნებიც არ გაუვლია სრულყოფილად.

მიზეზი ჰომოფობია და ბულინგია.

სწავლის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირაში დაიწყო ბულინგი. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა – საპირფარეშოში შემოვიდა რამდენიმე ბიჭი და მაიძულეს, მეორე სართულზე ავსულიყავი, გოგოების საპირფარეშოში. ამბობდნენ, რომ აქ ჩემი ადგილი არ იყო. ხელს მკრავდნენ. შემდეგ მე თვითონ გამოვედი.

ერთხელ ეზოში გამოვედი გოგოებთან ერთად, ძალიან ბევრი ბიჭი იდგა. მომაძახეს კესო-ბესო, ასე მთელს უნივერსიტეტში მეძახდნენ კესო-ბესოს. ერთადერთხელ მკითხა დაცვამ, რა ხდებაო, როცა გაიგო, რაშიც იყო საქმე. არაფერი უთქვამს, ისე წავიდა.

უნივერსიტეტის კაფეში კი რამდენჯერმე დაიმახსოვრეს ჭიქა, რომელიც მე გამოვიყენე და კაფის თანამშრომელს სთხოვეს, კარგად გაერეცხათ.

ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია, ეს ბულინგი არ არსებობდეს, იმიტომ რომ სწავლას ვერ ვახერხებ ამის გამო. ფსიქოლოგიურად ძალიან სტრესის ქვეშ ვარ, არასდროს ვიცი, რა მოხდება. ბუზის გაფრენისაც მეშინია, მგონია, ვინმე რამეს თავში ჩამარტყამს.

თორნიკე იმასაც ამბობს, რომ აგრესია ტელეკომპანია იმედის სატელევიზიო გადაცემის, “სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად” ეთერში გასვლის მომდევნო დღეს მძაფრდებოდა.

აგრესია იზრდებოდა გია ჯაჯანიძის შოუს მომდევნო დღეს. სკანდალურ რაღაცებს ხომ აკეთებდა გეებზე და გადაცემის მომდევნო დღეს ძალიან იყო გამძაფრებული სიტუაცია.

თორნიკეს დახმარების და პრობლემის მოგვარების თხოვნით არც უნივერსიტეტისთვის მიუმართავს, რადგან მისი თქმით, ეს შედეგს ვერ გამოიღებდა.

ერთ-ერთი ლექტორი კითხულობს ადამიანის უფლებებზე ლექციებს და ამ დროს თვითონ არღვევს მათ, ქსენოფობიურ, რასისტულ რაღაცებს ამბობს, მე როგორ უნდა მივმართო”, – ამბობს თორნიკე და უნივერსიტეტის შეცვლას გეგმავს იმ იმედით, რომ სხვაგან მსგავს პრობლემას ნაკლებად წააწყდება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s