ფრანსუაზა

ფრანსუაზა ბარი სინოუში

ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუაზა ბარი სინოუშიმ 1983 წელს HIV ინფექცია აღმოაჩინა და ამისთვის ნობელის პრემიაც მიიღო.

ის CNN-ს შიდსის საერთაშორისო საზოგადოების კონფერენციაზე ესაუბრა, რომელიც ვანკუვერში ჩატარდა და HIV-ის მომავალს შეეხებოდა. მეცნიერმა თქვა, რომ შიდსის ვირუსისგან განკურნების შესაძლებლობა ჯერაც არ არსებობს.

თავდაპირველად ეპიდემია სან ფრანცისკოს გეი თემში გაჩნდა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა დროთა განმავლობაში?

ეპიდემიის განვითარება შეიცვალა გეი ადამიანებში, იმიტომ რომ ისინი კარგად ინფორმირებულები არიან და ინფექციისგან თავის დაცვა დაიწყეს. თუმცა ჩვენ ისევ ვიწყებთ ევროპის, ავსტრალიის და ამერიკის შეერთებული შტატების გეი პოპულაციაში ინფექციის კვლევას. ცოტათი შეწუხებული ვარ იმის გამო, რომ ისევ გვაქვს დაავადების ისეთი სახეობები, რომლებიც 80-იანი წლების დასაწყისში გვქონდა. მაგრამ 80-იანების დასაწყისში ჩვენ ვსაუბრობდით HIV-ის ეპიდემიაზე ევროპასა და შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ არ ვიცოდით, რა ხდებოდა აფრიკაში. ამ კონტინენტზე სიტუაციის აღქმა 1985 წლიდან დავიწყეთ. მაშინ ინფექცია ძირითადად ჰეტეროსექსუალური იყო და ახლაც ასეა. აფრიკის უმეტეს ქვეყანაში შიდსი ჰეტეროსექსუალური კავშირებით ვრცელდება.

ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ HIV შიდსზე იმდენს, რამდენსაც 90-იან წლებში ვსაუბრობდით. მოსახლეობამ განვითარებადი სამყაროს ჩათვლით იცის, რომ მკურნალობის საშუალება არსებობს. მათ ნაკლებად ეშინიათ ინფიცირების და ეს ბევრ საკითხს ართულებს. ინფორმაცია და განათლებაც დამოკიდებულებების ამ განვითარებას უნდა მოერგოს. ის მკურნალობა, რაც შესაძლებელია, არ არის სრულყოფილი. კამპანიების ჩატარების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ეს მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და მკურნალობის პროპორციულად, მრავალი წლის შემდეგ, შეიძლება გართულებები და სხვა დაავადებები განვითარდეს.

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არ არის კარგად ინფორმირებული პარალელურად შესაძლო განვითარებადი დაავადებების შესახებ.

როგორ გგონიათ, რატომ არსებობს ასეთი სტიგმა და ინფორმაციის ნაკლებობა HIV-ის ირგვლივ?

მე ვფიქრობ, ჩვენ ისევ HIV-ის ადრეული წლების გამო ვიტანჯებით. 80-იანი წლების დასაწყისში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ HIV/AIDs-ი იყო დაავადება, რომელიც კონკრეტულ პოპულაციებს ეხებოდა: ჰომოსექსუალებს და ნარკოტიკების მომხმარებლებს. ეს სამოქალაქო საზოგადოების გონებაში ჯერ კიდევ არის ჩარჩენილი. ისინი ისევ გრძნობენ, რომ შიდსი, უპირველეს ყოვლისა, დაუცველი ადამიანების დაავადებაა და არა ძირითადი მოსახლეობის.

ასეთი სახის დისკუსიები მაქვს ხოლმე, მაგალითად, ტაქსის მძღოლებთან: ისინი მეკითხებიან, რას ვსაქმიანობ და როცა მე ვპასუხობ, რომ შიდსს ვიკვლევ, ამბობენ, ოჰ, შენ იმ დაავადებაზე მუშაობ, რომელიც გეი ადამიანებს ემართებათ. ჯობია კიბოზე ან რამე სხვა დაავადებაზე იმუშაო, რომელიც ჩვენც გვეხება.

ჩემს ქვეყანაშიც კი, საფრანგეთში, გეი ქორწინების ირგვლივ გამართული დისკუსიების გამო ძალიან აღელვებული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ამდენი წლის შემდეგ პროგრესს მივაღწიეთ და ყველა პოპულაციის მიღება შეგვიძლია. ძალიან გავბრაზდი, როდესაც ვნახე ასეთი დაპირისპირება კანონმდებლობასთან დაკავშირებით. საბედნიეროდ, ახლა ეს დასრულებულია და გეი ქორწინება დაშვებულია. მაგრამ მაინც, ამ პოპულაციებს ყველა არ იღებს. ეს მაგიჟებს.

როგორ მოახდინა აქტივიზმმა გავლენა იმაზე, რომ ეს მიმართულება განვითარდა?

მე ვფიქრობ, ეს არის ნამდვილი პარტნიორობა. აქტივისტების ხმა იყო ძალიან მნიშვნელოვანი წამლების ფასების დაწევის, ასევე ანტირეტროვირუსული მკურნალობის საკითხში. მათ გარეშე მკურნალობა ალბათ ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.

ეს არის მიზეზი, რატომაც მკვლევარებისა და აქტივისტების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მეცნიერები, რომლებიც ახალ დიაგნოსტიკურ ტესტებს, წამლებსა და ვაქცინებს ქმნიან, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ფრუსტრირებულები ხდებიან. ეს მიუღებელია. პირადად მე მჯერა რომ მეცნიერიც ნაწილობრივ აქტივისტი უნდა გახდეს.

თქვენ აქტივისტი ხართ?

ჩემი რამდენიმე კოლეგა ფიქრობს, რომ დიახ, აქტივისტი ვარ და ეს არის საუკეთესო კომპლიმენტი, რაც მათ შეუძლიათ გამიკეთონ.

ადრეულ 80-იან წლებში, მე პირადად ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან გულუბრყვილოები  ვიყავით. ასე იყო მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ ვირუსი. ჩვენ ვთქვით, კარგი, ახლა ისეთი საშუალება უნდა ვიპოვოთ, რომელიც ინფიცირებულებს სწრაფად განკურნების საშუალებას მისცემს. ვფიქრობდით, რომ ჩვენ ძალიან მალე განვავითარებდით ვაქცინას. მაგრამ აი 30 წელზე მეტი გავიდა და სამკურნალო საშუალება ჯერაც არ გვაქვს, ვაქცინა ჯერაც არ არსებობს.

იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვესმოდა ვირუსისა და სხეულის კომპლექსური ურთიერთქმედება. ამ წლების განმავლობაში, რაც ამის აღქმა დავიწყეთ, გავიგეთ ისიც, თუ რა შეიძლება პაციენტის სხეულმა ვირუსს უპასუხოს, ასევე გენეტიკისა და იმუნოლოგიის როლი. მეცნიერებამ შესანიშნავი პროგრესი განიცადა, თუმცა ყველაფრის გაგებისგან ჯერ ძალიან შორს ვართ.

რაც შეეხება ვაქცინას?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაქცინა არ გვაქვს, უარყოფითი შედეგებით ბევრი ვისწავლეთ. ეს არ იყო წარუმატებლობა. ჩვენ უარყოფითი მონაცემებით იმდენივეს ვსწავლობთ, რამდენსაც დადებითით და ვფიქრობ, რომ ვაქცინის ძიება ამის ტიპიური მაგალითია. ბოლო 6-7 წლის მანძილზე ჩვენ დიდი პროგრესი დავინახეთ HIV ვაქცინის შექმნის პროცესში და მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვაქცინოლოგია გლობალურად მიიწევს წინ, არა მხოლოდ HIV-ის მიმართულებით.

მაგრამ დღეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ არ გვაქვს სამკურნალო საშუალება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გვექნება. ახლა შემიძლია ვთქვა ის, რომ შეიქმნას HIV-ის სამკურნალო წამალი, შეუძლებელი მისიაა.

და რას იტყვით ფუნქციონალურ მკურნალობაზე?

მირჩევნია სიტყვა რემისია გამოვიყენო (როცა ვირუსი სხეულში ძალიან დაბალ დონემდეა დაყვანილი). ეს შესაძლებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს, თუმცა არ ვიცი, როდის, ჩვენ გვექნება გრძელვადიანი რემისიის სტრატეგია. არ ვფიქრობ, რომ მკურნალობის მხოლოდ ერთი საშუალება იქნება, ეს იქნება მკურნალობის სხვადასხვა ხერხის კომბინაცია.

მაგრამ ჩვენ ორივე გვჭირდება, მკურნალობაც და ვაქცინაც.

თქვენ ნამდვილად არ ხართ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ მკურნალობა შესაძლებელი იქნება?

მკურნალობა ჩემთვის თითქმის შეუსრულებელი მისიაა, იმიტომ რომ დაავადებული უჯრედების რეზერვუარი მხოლოდ სისხლი არ არის – ისინი ყველგან არიან, ტვინში, ნაწლავებში, ყველა ლიმფურ ქსოვილში.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ძალიან ეფექტური სტრატეგია გაქვთ, როგორ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სადღაც 1 ან 2 უჯრედი არ არის დარჩენილი და ვირუსი ისევ არ აღმოცენდება? სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს შეუსრულებელი მისიაა.

თუმცა ვინ იცის.

ავტორი: Meera Senthilingam, CNN

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s