ბრიტანული როკ ბენდმა Placebo საქართველოში ლგბტ თემის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ბენდის გიტარისტმა, სტეფან ოლსდალმა ინტერვიუები იდენტობას ყოფილ ხელმძღვანელთან, ‘17 მაისის’ რედაქტორთან, ირაკლი ვაჭარაძესთან და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორთან, ნათია გვიანიშვილთან ჩაწერა.

ვაჭარაძე ამბობს, რომ Placebo-ს ერთ-ერთი მენეჯერი მას 2 კვირის წინ დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბენდი საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების მდგომარეობით დაინტერესდა.

“ვიდეოში ძირითადად 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე იქნება საუბარი. ერთმანეთს 6 ივლისს შევხვდით. სტეფან ოლსდალს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვესაუბრეთ. ვილაპარაკე იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ჰომოფობიის ტალღის აღმასვლა საქართველოში და რა განსხვავებაა ადრინდელ მდგომარეობასთან შედარებით. თავად მან კი ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ შემცირდა ჰომოფობია ინგლისში და რა გააკეთა სახელმწიფომ ამის მისაღწევად.

სტეფანმა გვითხრა ისიც, რომ მსგავს ვიდეოებს ყველა იმ ქვეყნის მწვავე პრობლემის შესახებ იღებენ, სადაც ჩადიან”, – ამბობს ვაჭარაძე.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორმა, ნათია გვიანიშვილმა ‘17 მაისთან’ საუბარში თქვა, რომ მათ ბენდს ინფორმაცია საქართველოში ძალადობის სტატისტიკის შესახებაც მიაწოდეს.

“სტეფან ოლსდალს შევხვდით 6 ივლისს მე და ირაკლი ვაჭარაძე, პუშკინის სკვერში ჩავწერეთ ინტერვიუები. მათ ზოგადად აინტერესებდათ ლგბტ ადამიანების მდგომარეობა საქართველოში.

საუბარი დავიწყეთ 2013 წლის 17 მაისით და მერე ზოგადად ძალადობის სტატისტიკაზეც ვისაუბრეთ. გავაცანით, რა მდგომარეობაში ვართ ლგბტ ადამიანები საქართველში.’ – ამბობს გვიანიშვილი.

დოკუმენტური ფილმი მხოლოდ ლგბტ საკითხებზე არ იქნება და ის საქართველოში სხვა სოციალურ თემატიკასაც შეეხება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s