თავისუფალი დემოკრატების წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული განზრახ მკვლელობის ნაწილში თუ იმიტომ გამართლდა, რომ საქმე ტრანსგენდერს ეხება, მაშინ სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ყოფს და ახარისხებს.

“თუ ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ეს იყო ტრანსგენდერი ადამიანი – ეს დისკრიმინაცია და სახელმწიფოს ვალდებულების ხელყოფაა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყოფს და ახარისხებს ადამიანებს. მე არ ვიცი სასამართლომ რაზე დაფუძნებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავად ჩადის დისკრიმინაციას”.

ნინო გოგუაძემ “17 მაისთან” აღნიშნა, რომ საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება.

“გამამართლებელი განაჩენი თუ იმიტომ იქნა მიღებული, რომ მათთვის ტრანსგენდერის მკვლელობა არ არის მკვლელობა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო საერთოდ ვერ აცნობიერებს თავის ფუნქციას და იმას, რომ ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია”, – განუცხადა გოგუაძემ “17 მაისს”.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი დარახველიძემ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი 108-ე, განზრახ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო.

სასამართლომ კოჭლაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა იმ ორი სხვა ბრალის გამო მიუსაჯა, რომელიც მას ასევე ჰქონდა წარდგენილი  – საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გაჩენა და ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემა. სასამართლომ დღეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, დასაბუთება კი 2 კვირაში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს, გამთენიისას მოკლეს. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა.

(c) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s