“ვფიქრობ, საბი ბერიანის საქმის მოსამართლეს არ ეყო გამბედაობა, რომ ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი საბი ბერიანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მკვლელობაში ბრალდებული განზრახ მკვლელობის ნაწილში გამართლდა.

“ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ სრულიად არ არის საკმარისი კარგი ან შედარებით ნორმალური კანონების მიღება, როგორიც მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონია. აუცილებელია, არსებობდეს პოლიტიკური ნება და მთავრობის მიერ გავლებული მკაფიო წითელი ხაზები. სამწუხაროდ, ჩვენ საპირისპირო რეალობა გვაქვს – მთავრობა ახალისებს ძალადობრივ, ანტიდასავლურ, აგრესიულ ქმედებებს და ეს ზრდის ძალადობას უმცირესობების მიმართ. სწორედ ამ ფონზე მოხდა ეს დანაშაული. ცხადია, ყველგან შეიძლება მოხდეს ასეთი დანაშაული, მაგრამ იმისათვის არსებობს კანონები, რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა არანაირი ინტერპრეტაციის საშუალება არ არის, თეთრზე ითქვას თეთრი და შავზე – შავი”, – განუცხადა კანდელაკმა “17 მაისს”.

კანდელაკის მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება ქართული საზოგადოებისთვის საზიანოა. მისი თქმით, “იმ ქვეყანაში, რომელიც ამბობს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალური და ევროპული საზოგადოება, ასეთი რაღაცები წარმოუდგენელია”.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი დარახველიძემ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი 108-ე, განზრახ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო.

სასამართლომ კოჭლაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა იმ ორი სხვა ბრალის გამო მიუსაჯა, რომელიც მას ასევე ჰქონდა წარდგენილი  – საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გაჩენა და ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემა. სასამართლომ დღეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, დასაბუთება კი 2 კვირაში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს, გამთენიისას მოკლეს. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა.

(c) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s