საბი ბერიანის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციოში სასამართლოში პროკურორი გაასაჩივრებს.

2015 წლის 7 აგვისტოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ბერიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლოშვილი გაამართლა. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა იმ ორი სხვა ბრალის გამო მიესაჯა, რომელიც მას ასევე ჰქონდა წარდგენილი  – საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გაჩენა და ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემა.

ძამუკაშვილი “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით შოკირებული დარჩა.

ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელის დასჯას. თუ საჭირო გახდა, სასამართლოს საზღვრებს გარეთაც მივმართავ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამართალმა იზეიმოს და ჩემი შვილის მკვლელი სათანადოდ დაისაჯოს.

შოკირებული ვიყავი სასამართლოს გადაწყვეტილებით. აბსოლუტურად ყველა მოწმე დაიკითხა: მეგობრები, ექსპერტები, სახანძროს თანამშრომლები, მეზობლები. ასეთი განაჩენის გამოტანას არ ველოდით.

მოსამართლემ მარტო გადაწყვეტილება გამოაცხადა, მეტი არაფერი. საკმარისი მტკიცებულების არქონის გამოო, რაღაც ასე გამოვიდა. მე უფრო მგონია, რომ ქრთამის აღების ფაქტია, საქართველოა, ალბათ ისეთი ვიღაც უმაგრებდა ზურგს, რომ ციხეში არ ჩასვეს.

უსამართლობის განცდა მაქვს. მქონდა იმის იმედი და ვთქვი კიდეც სასამართლოზე, ბატონო მოსამართლევ, მე მაქვს იმედი, რომ სამართალი იზეიმებს და თქვენ გამოიტანთ ისეთ განაჩენს, რომელიც ეკუთვნის მკვლელს, ეს არ არის პირველი და უკანასკნელი, კიდევ მოუტანს ხალხს უბედურებას.

ჩემი შვილი ტრანსი იყო, მაგრამ ის არავის არაფერს უშავებდა, ის ხომ ადამიანი იყო, ის ხომ არ იყო პეპელა ან ბუზი. რატომ არ იყო ისეთი განაჩენი გამოტანილი, რომ მეც ცოტა ამომესუნთქა. ეს ტვირთი ცხოვრების ბოლომდე მექნება, ჩემი შვილის მკვლელობით მოყენებულ ტკივილს ვერავინ გამინელებს, მაგრამ საქართველოში სამართალი არ ყოფილა.

საბი ბერიანის დედას და ბრალდების მხარეს გადაწყვეტილების დასაბუთება და საქმის მასალები სრულად 21 აგვისტოს ჩაბარდებათ, გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება კი 5 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.

ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს, გამთენიისას მოკლეს. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s