gay coupleგთავაზობთ 6 მარტივ აპლიკაციას, რომელთა საშუალებითაც გეი პარტნიორის პოვნა გაგიადვილდებათ:

1. OkCupid

აპლიკაცია საუკეთესოა მათთვის, ვინც სერიოზულ ურთიერთობას ეძებს. დარეგისტრირებულ მომხმარებელს პროფილის შესაქმნელად რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა უწევს, რაც პოტენციური პარტნიორის პოვნას კიდევ უფრო ამარტივებს.

2. Hinge

ამ აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ თქვენი მეგობრების მეგობრები გაიცნოთ. გარდა ამისა, საშუალება გეძლევათ ნაცნობები ყოველდღიურად შეიძინოთ. 

3. Grindr

გაცნობის ყველაზე მარტივი საშუალებაა, თუმცა უხამსი მიმოწერით და ვულგარული ფოტოებით შესაძლოა თავი მოგაბეზრონ. გრინდერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიგოს, რა დისტანციაზე იმყოფება პოტენციური პარტნიორი. ასევე, აქვს რამდენიმე ფილტრი, სადაც შეგიძლია მონიშნო შენთვის სასურველი პარამეტრები, ფიზიკური მონაცემების და ურთიერთობის ხასიათის მიხედვით.

4. Coffee Meets Bagel

ამ აპლიკაციის დადებითი და უარყოფითი მხარეც ის არის, რომ დღეში მხოლოდ ერთ მომხმარებელთან შეგიძლიათ იკონტაქტოთ.

5. Tinder

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აპლიკაციაა, მისი მომხმარებელი ნებისმიერი შეიძლება იყოს. Tinder-ით შეგიძლიათ ცხოვრების თანამგზავრი, ან თუნდაც ერთი ღამის ურთიერთობისთვის პარტნიორი იპოვოთ.

6. Hornet

ეს აპლიკაცია ძალიან გავს grindr-ს და ანალოგიურად, მარტივი სამართავია. თუმცა, grindr-ისგან განსხვავებით, პროფილზე შეგიძლია რამდენიმე ფოტო ატვირთო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ  

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s