ქეთი სართანიამ და დათო ლაღიძემ ლგბტ ადამიანების დასაქმების საკითხების, ალტერნატიული სივრცეების და ჩაგვრის ახალი ფორმები იკვლიეს.

კვლევის პრეზენტაცია “იდენტობაში” გაიმართა.

ავტორები ალტერნატიულ სივრცედ ანდერგრაუნდს განიხილავენ, ანუ იმ ბარებს და კლუბებს, რომლებშიც ლგბტ ადამიანები არიან დასაქმებულები. ქეთი სართანიამ თქვა, რომ მათ ინტერვიუ 8 ასეთი დაწესებულების მფლობელთან/მენეჯერთან ჩაატარეს.

სართანიას თქმით, ძალიან ბევრმა სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში დასაქმების პრობლემა ერთ-ერთი უპირველესია. ლგბტ ადამიანები ორმაგი ჩაგვრის ქვეშ არიან.

თუმცა, მისივე თქმით, სიტყვას “ჩაგვრა” კვლევაში მონაწილე ყველა ადამიანი თავს არიდებს. “თითქოს ეს სიტყვა საერთოდ არ არსებობს” – ამბობს ის.

სართანიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ანდერგრაუნდ ბარებში მუშაობა ლგბტ ადამიანებს სულაც არ სურდეთ, თუმცა ისინი მაინც ირჩევენ ამ გარემოს, რადგან აქ თავს დაცულად გრძნობენ.

ის, რომ ამა თუ იმ ბარში ლგბტ თემის წარმომადგენელი მუშაობს, შეიძლება სხვა ლგბტ ადამიანებისთვის მიმზიდველი გახდეს, რადგან მათ შეექმნებათ განცდა, რომ ეს სივრცე მათთვის უსაფრთხოა – ამბობს ქეთი სართანია.

მისივე თქმით, თავის მხრივ, დამსაქმებელს ლგბტ თემის ადამიანის დასაქმების რამდენიმე მიზეზი აქვს.

მსგავს დაწესებულებაში ლგბტ ადამიანის მუშაობით, აქ სხვა ლგბტ ადამიანებიც ივლიან, ფულს დახარჯავენ. ანუ ამან შეიძლება ეკონომიკური მოგება მოიტანოს.

ასევე, ეს დამსაქმებლის მხრიდან არის მათ მიმართ სოლიდარობის აქტი. ეს ნაბიჯი ეკონომიკური მოგების მიღების კუთხით გადადგმულად შეიძლება ჩაითვალოს სხვა, განვითარებულ, ეკონომიკურად და კულტურულად უფრო მყარ ქვეყნებში.

რაც შეეხება სოციალიზაციას: იმ 8 ადგილიდან, სადაც კვლევა ჩავატარეთ, 4 მათგანს არც ინტერნეტში აქვს მისამართი მითითებული, არც აბრა აქვს გარედან, 2 ბარი ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც ადამიანი შემთხვევით ვერ მოხვდება. ვინც აქ მოვა, ის ადამიანი არ იქნება უცხო, ან თუ იქნება, ის ღირებულებები ექნება, რაც აქ მყოფ სხვა ადამიანებს აქვთ. ასევე, მათ ეცოდინებათ, რომ ეს არის სივრცე, სადაც შეიძლება პარტნიორი გაიცნონ.

ქეთი სართანიას თქმით, კვლევის პროცესში გაჩნდა კითხვა, სოციალიზაციის რომელი კონტექსტი არის ლგბტ თემის წარმომადგენლისთვის უმჯობესი – ჰეტერონორმატიული, ანუ სტანდარტული, სადაც სამუშაო დრო 10-დან 6  საათამდეა განსაზღვრული, თუ ეს ანდერგრაუნდ სივრცეები, რომელიც ძალას სწორედ ამ სტანდარტული სამუშაო დროის დასრულების შემდეგ იკრებს. როგორც აღმოჩნდა, ლგბტ თემის წევრები ამჯობინებენ, სოციალიზაცია ისევ და ისევ ანდერგრაუნდ სივრცეებში მოახდინონ, რადგან აქ ნაკლებ ტრავმას იღებენ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, უხეში გათვლებით, თბილისში ალტერნატიული სივრცეები ორ ნაწილად იყოფა: ტრადიციულ სივრცეებად, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სქესს, გენდერს, ეროვნებას მიეკუთვნები, მთავარია, გადაიხადო ფული. ასეთ ადგილებს არ აქვთ არანაირი იდეოლოგიური დატვირთვა.

და მეორე, – სივრცეები, რომელთა ღირებულებებიც უნდა გაიზიარო, თუ აქ მოხვედრა გინდა.

ჩვენი კვლევის საგანი იყო სწორედ ასეთი, ღირებულებების მქონე ადგილები, რადგან ლგბტ თემის წევრები ძირითადად ასეთ ადგილებში მუშაობენ.

ერთმა გეი ადამიანმა თქვა, რომ თუ ის იმუშავებდა საჯარო დაწესებულებაში და მას მიიწვევდნენ ბანკეტზე, ის ვერ წავიდოდა თავის პარტნიორ ბიჭთან ერთად, რადგან ეს უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევდა. ისინი არაფორმალურ სამუშაო გარემოს სწორედ ამის გამო ირჩევენ – ამბობს კვლევის ავტორი.

ქეთი სართანიამ დისკრიმინაციის იმ ფორმების შესახებაც ისაუბრა, რომლესაც ლგბტ თემის წევრები ასეთ დაწესებულებებში აწყდებიან.

ჰეტეროსექსუალი ადამიანები ცდილობენ, ლგბტ ადამიანებთან იმეგობრონ და ამით თავიანთ პროდასავლურობას ან ინტელექტს გაუსვან ხაზი.

ზომიერი დისკრიმინაცია: როცა ჰეტეროსექსუალები ამბობენ, რომ ლგბტ ადამიანები მისაღები არიან მათთვის, ოღონდ გარკვეული საზღვრის ფარგლებში. ამ საზღვრებს კი თავად აწესებენ.

და ტოლერანტობა, როგორც საჩუქარი, რომელსაც ჰეტერონორმატიული დისკურსი ჩუქნის ამ ადამიანებს. ისინი მათ მიმართ კეთილები, მიმღებლები, ტოლერანტები და ა.შ არიან.

რაც შეეხება კითხვას, რა შეიცვლება და გაუმჯობესდება იმით, რომ ლგბტ თემის წევრებმა ანდერგრაუნდ სივრცეები არ დატოვეს, სართანია ამბობს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს, ამ ეტაპზე კი ლგბტ თემის წევრები უსაფრთხოებისა და სოციალიზაციის მეტი საშუალების გამო ისევ “მიწისქვეშა” სივრცეებში დარჩენას, ან საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებენ.

ქეთი სართანია

ქეთი სართანია

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s