კაფე გალერი

გალერი

კაფე გალერი დღისით ჩვეულებრივი კაფეა, უგემრიელესი სამზარეულოთი, ვინტაჟური ინტერიერითა და პატარა, მყუდრო ვერანდით.

პარასკევიდან კვირამდე კი აქ ყველაფერი “თავდაყირა” დგება. ჩვეულებრივი კაფედან გალერი კლუბად იქცევა და “დღესასწაულიც” იწყება.

შესვლისთანავე ხვდები, რომ ჩვეულებრივ თბილისურ დაწესებულებაში არ ხარ და არც შეკრებილი საზოგადოებაა “ქართული”. მოსაზრება, რომ გალერი გეი კლუბია, არასწორია, თუმცა სხვა დაწესებულებებთან შედარებით ნაკლებად ჰომოფობიური განწყობის გამო კლუბს ლგბტ თემის წევრები ხშირად სტუმრობენ. გალერის კარგი მუსიკითაც გამოარჩევენ, ქართველ დიჯეებთან ერთად ხშირად უცხოელებიც უკრავენ.

ერთადერთი, რამაც შესაძლოა დისკომფორტი შექმნას – პატარა სივრცეში უამრავი ადამიანია. კაფე გალერის თავზე მანსარდაა, რომელიც სტუმრებს ვიკენდებზე მასპინძლობს.

“მტკვარზე”

მტკვარზე

“მტკვარზე” თბილისელი “ქლაბერების” ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ლგბტ თემისთვის კლუბი თავისუფალი გარემოა. მტკვარი ორი “დენსფლორისგან” შედგება, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო და ბნელი გასასვლელით უკავშირდება. კლუბს აქვს ვრცელი ვერანდა, რომელიც მდინარეზე გადადის და გაზაფხულიდან შემოდგომამდე სტუმრებისთვის ღიაა. “მტკვარზე” გამოირჩევა გემოვნებიანი მუსიკით, მას ხშირად უცხოელი ცნობილი დიჯეებიც სტუმრობენ. ცნობილია, რომ კლუბის მეპატრონეები ეწინააღმდეგებიან ყველანაირ დისკრიმინაციას. კლუბს მოგებული აქვს რამოდენიმე ჯილდო კლუბური ცხოვრების სხვადასხვა ნომინაციებში.

საქსესი

საქსესი

საქსესი” ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბარია, სადაც ლგბტ თემის წევრები იკრიბებიან. ბარში მყუდრო გარემო და პოპ ჰიტები გელოდებათ. თბილისში ლგბტ თემის წევრები ყველაზე თამამად და თავისუფლად გრძნობენ თავს. ბარი, როგორც წესი, ყველაზე მეტად პარასკევსა და შაბათს საღამოს არის დატვირთული.

კანუდოს ეთნიკ ბარი”

კანუდოსი

ანდერგრაუნდის ტიპის ბარი, სადაც ყოველ საღამოს უამრავი განსხვავებული ადამიანი იკრიბება, მათ შორის, ლგბტ პირები. ახალგაზრდებს ხმაურიანი მუსიკა და იაფი სასმელი იზიდავს. ბარი ღია ცის ქვეშ დიდ სივრცეს მოიცავს, სადაც მაგიდების უმეტესობაა განლაგებული. აქ გართობა საღამოს რვა საათიდან იწყება და დაახლოებით ათი საათისთვის თავისუფალი ადგილი რთულად საპოვნელია.

ვოლი

ვოლი ეს

ვოლი“, “კანუდოსის” მსგავსად, ღია ცის ქვეშ მოწყობილი ბარია. “ვოლი” სტუმრებს სასიამოვნო გარემოს, კარგ მუსიკასა და დაბალ ფასებს სთავაზობს. როგორც წესი, “ვოლში” შეკრებილი საზოგადოება ახალგაზრდა და თავისუფლად მოაზროვნეა, რაც ნაკლებად ჰომოფობიურ გარემოს ქმნის. სწორედ ეს იზიდავს ლგბტ ადამიანებს.

ლინვილი”, “მულენ ელექტრიკი” და “ზოესთან

ლინვილი მულენ ელექტრიკი

ზოესთან
ეს სამი კაფე ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობს. კაფეები რეტრო სტილშია გადაწყვეტილი. აქ შეკრებილი საზოგადოება ნაკლებად ჰომოფობიურია და ამ ადგილებს ლგბტ პირები ხშირად სტუმრობენ.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s