მამა პეტრე კვარაცხელია: “ჩვენი სარწმუნოება ამბობს, რომ მამაკაცმა ქალი ისე უნდა შეიყვაროს, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია. ჩვენ აბსოლუტურად თანასწორუფლებიანები ვართ და ჩვენ ვამახინჯებთ ზოგად სწავლებებსა და მიდგომებსაც. ვიღაცებს აქვთ პრეტენზია, რომ არიან ქართველი ვაჟკაცები, ჩემთვის ქართველობა სხვა რამეა და ვაჟკაცობა – სხვა რამე. ჩემთვის ქართველობა, ვაჟკაცობა არის იდეა, რასაც დღეს პრაქტიკულად ვერ ვამჩნევ, ვეძებ თვალებით, მაგრამ არსად ჩანს.
ქართველი ოჯახების 80% ტყუილსა და სიყალბეში ცხოვრობს. იმის გამო, რომ მეზობელმა რამე ცუდი არ თქვას, ან ვინმემ ამის გამო არ გააქილიკოს, ოჯახს ვერ ანგრევენ. არადა, ამ დროს, ბავშვები ყოველდღიურად სიძულვილში იზრდებიან, ძალადობის მსხვერპლნი არიან. ის ოჯახი, სადაც სიყვარული არაა, უკვე დანგრეულია. როდესაც ცხოვრობ შენი ცოლის გვერდით, რომელიც შენი შვილების დედაა და ამ დროს თუნდაც პლატონურად სხვა ქალზე ფიქრობ, ის უკვე ღალატია, ის უკვე მრუშობა და ბოროტებაა.
ოჯახი ბედნიერების ერთადერთი გარანტი არ არის. მე მინახავს ოჯახი და არა მხოლოდ ერთი, სადაც ყველაფერია, ბედნიერების გარდა”.

მამა პეტრე კვარაცხელია ოჯახის შესახებ. ტოკ-შოუ “პროფილში” საუბრისას. 8 ოქტომბერი. 2015.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s