IMG_2181მზესუმზირები, ლურჯი ცა და ფუფალა, რომელთან ერთადაც ყველანი “ერთ მზეს ვუმზერთ”  – ნახატი, რომელიც სპეციალურად 10 ოქტომბრისთვის – ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისთვის გიორგი გაგოშიძემ შექმნა, რამდენიმე საათით ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესასვლელთან განთავსდა. 

ადამიანები, რომლებმაც დღევანდელი დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს, სწორედ აქ შეიკრიბნენ.

მათი თქმით, ასათიანის ქუჩაზე არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფო წლების განმავლობაში ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული სტიგმის სიმბოლოა, ისინი კი სწორედ ნეგატიურ დამოკიდებულებებსა და სტერეოპტიპებს ებრძვიან.

IMG_2187

IMG_2227 IMG_2193

IMG_2208

ორგანიზაციის “ხელი ხელს” დამფუძნებლის, მაია შიშნიაშვილის თქმით:

მაია შინშიაშვილი

მაია შიშნიაშვილი

“საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით კი სტიგმა. ეს ხალხი დამალულია, მათ განსჯის ეშინიათ. ხშირად ისინი იძულებულები არიან, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებული ცხოვრების წესით იცხოვრონ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვეწყო მსვლელობა ასათიანის ქუჩამდე. აქ მდებარე ფსიქიატრიული კლინიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ნეგატიური დამოკიდებულების სიმბლო იყო”.

თუმცა, “ფსიქიატრიული კლინიკების რაოდენობის შემცირება სწორი არ იქნებოდა”- ამბობს ფსიქიატრი გიორგი გელეიშვილი. მისი თქმით, აუცილებელია, ქვეყანაში საწოლების გარკვეული რაოდენობა არსებობდეს, მაგრამ, ამასთან, ალტერნატიული სერვისებიც შეიქმნას.

IMG_2228

ცენტრში გიორგი გელეიშვილი

“ჰოსპიტალების არსებობა აუცილებელია, მაგრამ ჩვენს რეალობაში სხვა სერვისების ნაკლებობის გამო, ის თავის თავზე იღებს ისეთ პაციენტებთან მუშაობას, რომელთაც მაგალითად, საოჯახი ტიპის სახლი სჭირდებათ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში თვეები და წლებია ადამიანები იმყოფებიან არა იმიტომ, რომ მათი ფსიქიკური მდგომარეობა სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს, არამედ იმიტომ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. გამოცდილებამ აჩვენა, რომ დაახლოებით იმავე ხარჯებით, რაც ხანგრძლივი დაყოვნების განყოფილებებში ადამიანების შენახვას სჭირდება, შესაძლებელია მათი ბინაში ცხოვრებაც უზრუნველყოფილი იყოს,” – თქვა გელეიშვილმა. 

თბილისში 2 მონოპროფილური ფსიქიატრიული საავადმყოფო არსებობს. ღუდუშაურის კლინიკას, რეფერალურ ჰოსპიტალსა და თემქაზე არსებულ კლინიკას კი ფსიქიატრიული განყოფილებები აქვს.

ასევე, არის საავადმყოფოები ქუთაისში, ხელვაჩაურსა და რუსთავში. ძველი ტიპის ფსიქიატრიული კლინიკები ხონში, ბედიანსა და სურამშია შემორჩენილი.

ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმ ადამიანებს ათავსებენ, რომლებმაც მწვავე ფსიქიკური აშლილობის გამო, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. მათი აქ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. პაციენტებმა მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ დაწესებულება უნდა დატოვონ, თუმცა ისინი ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წლობით ყოვნდებიან. მიზეზად გიორგი გელეიშვილი ალტერნატიული სერვისების არარსებობას ასახელებს.

“მიზეზი, რის გამოც შეიძლება წლობით დაყოვნდეს ადამიანი ხონის საავადმყოფოში, არის ის, რომ არ არსებობს სამსახური, რომელსაც მკურნალობის შემდეგ ადამიანს გადააბარებენ, სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს, მიღწეული შედეგი არ დაიკარგოს. უნდა შეიქმნას ზოგადი ან სპეციფიკური სათემო მულტდისციპლინური სერვისი, რომელიც იმ ადამიანს, ვინც 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში მკურნალობდა, გამოიყვანს და იტყვის: “მე ვიზრუნებ, რომ მას მკურნალობა გაუგრძელდეს, რომ დროულად შევამჩნიო, იწყება თუ არა ფსიქიკური პრობლემების გამწვება და დროზე აღმოვფხვრა ის,” – ამბობს გელეიშვილი. 

მსგავსი სერვისების შექმნა “ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015-2020 წლების მთავრობის სამოქმედო გეგმაში” გაწერილია, თუმცა ჯერჯერობით, ძირეული ცვლილებებისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგმული არ არის.

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s