რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო საკითხები განიხილეს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსურ საკითხებზე შეთანხმება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა:

“ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ფინანსურმა საკითხებმა. ვისაუბრეთ შესაძლო შეღავათების წარმოშობაზე, რასაც გულისხმობს საგადასახადო კოდექსი რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა, რადგან თავად რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები არ არიან ჩამოყალიბებულნი თავიანთ მოთხოვნებში. მოგვიანებით ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.

რელიგიური კონფესიების ძირითადი მოთხოვნა ეკლესიების კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლება იყო და აღნიშნეს, რომ ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება ეკლესიების კომუნალურ გადასახადებს არ ფარავს.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას აღნიშნა, რომ მათი ეკლესია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, ამიტომ უნდა გათავისუფლდნენ კომუნალური გადასახადებისგან:

“ჩვენ ძალიან გვაწუხებს კომუნალური გადასახადები, ვეწევით საქველმოწმედო საქმიანობას, გვაქვს მოხუცებულთა სახლი, სადაც 40-მდე მოხუცებული გვყავს და ყოველთვიურად, მხოლოდ წყლის გადასახადი გვიწევს 2000 ლარი. ჩვენ არ ვართ კომერციული ორგანიზაცია და ჩვენი თხოვნაა, რომ სახელმწიფო გაგებით მოეკიდოს ჩვენს ამ დიდ საქმიანობას და დაგვიწესოს გარკვეული შეღავათები”.

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გარდავაც სახელმწიფოსგან კომუნალური გადასახადების მოხსნას ითხოვს და სხვა ტიპის ფინანსური შეღავათების დაწესებაზე საუბრობს. მისი თქმით, საპატრიარქოს ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებაში, რომელიც დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს, ეკლესიების კომუნალური გადასახადები არ შედის:

“ვფიქრობ, დიდი გაუგებრობაა, რადგან ჩვენ არ ვართ კომერციული ორგანიზაცია და არ უნდა გვიწევდეს კომერციული გადასახადების გადახდა. ფაქტობრივად ერთი და იმავე გადასახადებს ვიხდით ის ორგანიზაციები, რომლებიც ქველვმოქმედებთ და ისინი, რომლებიც კომერციულები არიან და თავიანთი საქმიანობით მდიდრდებიან. საბიუჯეტო დაფინანსება საკმარისი არ არის, რომ მსგავსი ხარჯები დაიფაროს, რადგან ის ბიუჯეტი გაწერილია და არ მოიცავს კომუნალური ხარჯების დაფარვას. თითოეულ ეკლესიას თავად უწევს მსგავსი გადასახადების გადახდა”.

ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად ინტერრელიგიური სათათბირო დაახლოებით 1 თვეში კვლავ აპირებს შეკრებას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s