ფრანგი მსახიობი ჟან მარე და მწერალი ჟან კოკტო 75 წლის წინ პარიზში პირველი ღიად გეი წყვილი იყო. ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, ერთობოდნენ და მოგზაურობდნენ. ჟან მარე ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟან კოკტო კი მწერალი, დრამატურგი და მრავალი ფსიქოლოგიური დრამის ავტორია. მათი ისტორია 1937 წელს დაიწყო, ჟან კოკტოს მარე შეუყვარდა. ერთ დღეს დაურეკა და უთხრა რომ კატასტროფა მოხდა და სასწრაფოდ მასთან მიხვლა სთხოვა. მარემ კოკტოს ჰკითხა, რა კატასტროფაზე საუბრობდა. კოკტომ უპასუხა – “მე თქვენ შემიყვარდით”.

ჟან ალფრედ ვილლენ – მარე 1913 წლის 11 დეკემბერს, საფრანგეთში (შერბური) დაიბადა. მარეს ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მისი მშობლები დაშორდნენ.

ჟან მარე

ჟან მარე

ჟანს სწავლა დიდად არ აინტერესებდა. 13 წლის ასაკში გადაწყვიტა, ცხოვრება შეეცვალა.

მარე მალე ხელოვნებამ გაიტაცა და 15 წლის ასაკში ფოტოგრაფის თანაშემწად დაიწყო მუშაობა. პარალელურად ის თავის ფოტოებს სხვადასხვა კინოსტუდიებში აგზავნიდა იმ იმედით, რომ როლს მიიღებდა. პირველი რეჟისორი, ვინც ჟან მარე გადაიღო მარსელ ლებრიე იყო. შემდეგ, განათლების მისაღებად მან პარიზის კონსერვატორიის სამსახიობო ფაკულტეტზე სამჯერ სცადა ჩაბარება. ერთ-ერთ მისაღებ გამოცდაზე კომისიის წევრმა უთხრა: “ახალგაზრდავ, თქვენ უნდა იმკურნალოთ, თქვენ ისტერიული ტიპი ხართ”. მესამე ცდაზე, ის მიიღეს.

1937 წელს თეატრში, სადაც ახალგაზრდა ჟან მარე მეორეხარისხოვან როლზე მუშაობდა, ჟან კოკტო გაიცნო.

ჟან კოკტო

ჟან კოკტო 1889 წლის 5 ივლისს, საფრანგეთში დაიბადა. ჟანის მამა იურისტი და ხელოვნებით გატაცებული პიროვნება იყო, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როცა ჟანი ცხრა წლის იყო. კოკტო 15 წლის ასაკში სახლიდან წავიდა, განათლების მიღება უნივერსიტეტში ვერ მოახერხა, თუმცა როგორც თვითონ ამბობდა, მან საუკეთესო განათლება პარიზის კაფეებში, სალონებსა და დიზაინერების სახელოსნოებში მიიღო. კოკტოს ქალებთან რამდენიმე უმნიშვნელო რომანი ქონდა, შემდეგ კი ედუარდ დე მაქსი გაიცნო. მსახიობი ახალგაზრდა კოკტოს თავისი კავშირებით ძალიან დაეხმარა. 19 წლისამ პირველი ლექსების კრებული სახელად “ალადინის ლამპარი” გამოსცა. კოკტომ სახელი, პარიზის ბოჰემაში მალევე გაითქვა, მას თავქარიან პრინცს ეძახდენენ.

1918 წელს კოკტო ფრანგი პოეტს, რაიმონდ რადიგუეტს ხვდებოდა. ისინი ინტენსიურად თანამშრომლობდნენ, ბევრს მოგზაურობდნენ და ერთად დიდ დროს ატარებდნენ. კოკტოს არასოდეს დაუმალავს რომ ეს რომანტიკული მეგობრობა იყო. წყვილი ერთმანეთს მალე  დაშორდა.

მისი შემოქმედება თითქმის ყველა ავანგარდისტულ მიმდინარეობას (დადაიზმის, კუბიზმის, ფუტურიზმის, სიურრეალიზმის) მოიცავს. კოკტოს ეკუთვნის რომანები, ფსიქოლოგიური დრამები, მონოდრამა, პიესები, კინოსცენარები, ესეები თანამედროვე მუსიკის, მხატვრობის და ლიტერატურის შესახებ, ანტიკური თემების, ძველი ლეგენდებისა და მითების სტილიზებული დამუშავება, ლექსების კრებულები და სხვა. კოკტო ქადაგებდა ხელოვნების თავისუფლებას, პოლიტიკის, სოციალური საკითხების, რელიგიური სინამდვილის უგულებელყოფას; ცხოვრებისეული ფილოსოფიურ აზრს ეძებდა ზერეალურში. ამიტომ კრიტიკოსთა უმრავლესობა მას სიურრეალისტად აცხადებს.

coc04

ჟან მარე და ჟან კოკტო

ორი ჟანის შეხვედრამ ორივეს ცხოვრება შეცვალა.

კოკტომ დაუფიქრებლად გადაწყვიტა, მისთვის თავის ახალ სპექტაკლში მთავარი როლი ენდო.

რამდენიმე დღეში ჟან კოკტომ ჟან მარეს დაურეკა და უთხრა, რომ კატასტროფა მოხდა და სთხოვა, სასწრაფოდ მისულიყო მასთან. ჟან მარემ კოკტოს კითხა, რა კატასტროფაზე საუბრობდა. კოკტომ უპასუხა, რომ მას ის შეუყვარდა.

images (1)

ჟან მარე და ჟან კოკტო

მარე და კოკტო პარიზის ყველაზე ცნობილი წყვილი იყო. კოკტო ჟან მარეს ქალებზე არასოდეს ეჭვიანებდა. მარე ყოველდღიურად, მასზე უგონოდ შეყვარებული ქალებისგან საშუალოდ სამას სასიყვარულო წერილს იღებდა.

მალე პარიზში ნაცისტური ოკუპაცია დაიწყო, მიუხედავად დიდი საფრთხისა, წყვილმა პარიზში დარჩენა გადაწყვიტა. ისინი არასოდეს დაუჭერიათ და არც საკონცენტრაციო ბანაკში გაუგზავნიათ. ომის შემდეგ კოკტომ და მარემ მრავალი ფილმი გადაიღეს ერთად: Beast (1946), Les Parents Terribles (1948), Orpheus (1949) Coriolan (1950).

ჟან მარე და ჟან კოკტო

ეს იყო ჩვეულებრივად ღია გეი წყვილი, ისინი ღიად ცხოვრობდნენ, ერთად მუშაობდნენ, მოგზაურობდნენ და ისვენებდნენ.

ოპიუმზე ძლიერი დამოკიდებულების გამო, კოკტოს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ის 74 წლის ასაკში, 1963 წლის 11 ოქტომბერს გარდაიცვალა.

კოკტოს გარდაცვალების ერთი წლის თავზე, ჟან მარემ სპექტაკლი დადგა “კოკტო-მარე”.

მრავალთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ჟან მარემ გულახდილი განცხადება გააკეთა: “ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. ყოველ დღე უფალს მადლობას ვწირავდი, რომ გეიდ გამაჩინა. სიკვდილის არ მეშინია, – იგი აუცილებლობად მივიღე. თუ მასზე ვფიქრობ, ჩემი აზრები ნათელია. ძალიან მინდა, ზეთისხილის ხის ქვეშ დამმარხონ. ბოლოს და ბოლოს, ჭრიჭინების მოსმენას შევძლებ”.

ჟან მარე 1998 წლის 8 ნოემბერს, 84 წლის გარდაიცვალა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

One Comment

  1. Reblogged this on არტი and commented:

    აი რა არის სიყვარული ❤

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s