“კარგით რა, თქვენ გგონიათ, ისინი ვინმეს ძალით შეყავს იქ?” – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი საპატიმროებში არსებული ე.წ საქათმეების შესახებ კითხვაზე პასუხად მხოლოდ ამ წინადადებით შემოიფარგლა და საუბრის გაგრძელება არ ისურვა.

“17-მა მაისმა” კახი კახიშვილს ჰკითხა, მუშაობს თუ არა სამინისტრო ციხეებში ამ სახით სეგრეგაციის აღმოფხვრისთვის.

“საქათმე” იმ საკნების არაოფიციალური სახელია, რომლებშიც პატიმართა გარკვეული ჯგუფია მოთავსებული. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული სოციალური ჯგუფისაგან შემდგარი იერარქიის ბოლო საფეხურზეა და იქ მყოფებს “ქათმებს” უწოდებენ.

ამ საკნებში 1000-დან დაახლოებით 30-40 პატიმარი ხვდება.

“საქათმეებში” პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ხვდებიან. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე, თუ რომელ საკანში უნდა განთავსდეს პატიმარი, გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს: დანაშაული, რომლისთვისაც პატიმარი არის ბრალდებული ან მსჯავრდებული; თუ ადრე იხდიდა სასჯელს და “საქათმეში” ირიცხებოდა; თუ ვიზუალურად ეტყობა სექსუალური ორიენტაცია ან ტრანსგენდერობა; თუ პატიმარი თავად სთხოვს ადმინისტრაციას; თუ ამას სხვა პატიმრები ითხოვენ…

“საქათმეში” მოხვედრის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • პატიმრის სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა, როგორც ნამდვილი, ისე ნავარაუდევი;
  • დანაშაულის ტიპი, რისთვისაც პატიმარი იხდის სასჯელს. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით გათვალისწინებული, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაული (მაგალითად, გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება);
  • სექსუალური პრაქტიკის ზოგიერთი სახე. კერძოდ, თუ ოდესმე (პატიმრობამდე ან პატიმრობის პერიოდში) პატიმარს ჰქონია ანალური ან ორალური პენეტრაციის პრაქტიკა მამაკაცთან, რომლის დროსაც ის ყოფილა (ნებით თუ იძულებით) მიმღები პარტნიორი.

“საქათმეზე” იერარქიულად ერთით მაღალი საფეხური არის “მუჟიკების” საფეხური. აღნიშნულ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს ის პატიმარი, რომელმაც სხვა პატიმრის კანონსაწინააღმდეგო ან დაწესებულებაში არსებული შიდა ინსტრუქციის საწინააღმდეგო ქმედების შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. ამავე ჯგუფში შეიძლება აღმოჩნდეს პატიმარი, რომელმაც ბანქოს ან სხვა რომელიმე თამაშის დროს წააგო მატერიალური ფასეულობა და არ გადასცა ის მოგებულს. ასევე პატიმარი, რომელმაც ციხეში ყოფნის პერიოდში, თავისი რომელიმე საქციელის გამო, უნდობლობა დაიმსახურა სხვა პატიმრების მხრიდან.

იერარქიის ყველაზე მაღალ საფეხურზე “კაი ბიჭები” იმყოფებიან. ამ კატეგორიაშია ყველა პატიმარი, რომელიც “საქათმეში” ან “მუჟიკებში” არ მოხვდება.

ე. წ. “საქათმეში” მყოფ პატიმართა მიმართ არსებობს გარკვეული, დაუწერელი წესები. მაგალითად, ე. წ. “ქათმები” და “კაი ბიჭები” არ შეიძლება ერთ საკანში ცხოვრობდნენ, ერთად ღებულობდნენ საკვებს ან სასმელს, გამოიყენონ ერთი ჭურჭელი, გვერდით ისხდნენ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვან და სხვა. წესების უმრავლესობა მიმართულია იმის ხაზგასასმელად, რომ “საქათმეში” მყოფი პატიმრები დანარჩენი პატიმრებისაგან განსხვავდებიან და აღნიშნული პატიმრების გადამდები დაავადებების მქონე ადამიანებთან გაიგივება ხდება.

დაუწერელი წესებით ასევე რეგულირდება ვერბალური კომუნიკაცია პატიმრებს შორის. ე. წ. “ქათმებს” ეკრძალებათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა, როცა საუბრობენ მოვლენას, რომელშიც “კაი ბიჭის” სახელი ფიგურირებს. ამასთან, ისინი იძულებულები არიან, “კაი ბიჭების” მხრიდან ითმინონ სიტყვიერი შურაცხყოფა მხოლოდ მათი “სტატუსის” გამო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

One Comment

  1. “საქათმეზე” ერთი საფეხურით მაღლა მყოფ იერარქიას “მუჟიკები” კი არა “ნასედკები” ჰქვია- ყველაზე სამარცხვინო საქმიანობაა!

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s