“მკერდის დაუთოება” – სასტიკი რიტუალი, რომლის მსხვერპლიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 3,8 მილიონი ქალია. ამ ხერხით მშობლები გოგონებს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისგან იცავენ.

მკერდის დაუთოების პროცესში იყენებენ გახურებულ ქვას, ან უროს, რათა მკერდის ზომა შეამცირონ. ამ ყველაფრის შედეგად კი გოგონა ნაკლებად “ქალურად” გამოიყურება.

ეს პარქტიკა კამერუნში, ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია გავრცელებული. მკერდის დაუთოების მსხვერპლი გოგონების 58%-ის შემთხვევაში, მათზე მოძლადე პირი დედაა.

2CD4CB2E00000578-3252162-image-a-11_1443450029927

ამ პროცესს გოგონების უმრავლესობა 11-დან 15 წლამდე გადის, როდესაც ქალის მკერდი შესამჩნევად იზრდება. მკერდის დაუთოების ფენომენს კი თავდაცვის ლოგიკით ხსნიან და განმარტავენ, რომ, როდესაც 11-15 წლის გოგონას პატარა მკერდი აქვს, იგი ნაკლებად მიიზიდავს მამაკაცს და შესაბამისად, უფრო დაცულია გაუპატიურებისა და ქროწინებამდე ორსულობისგან.

რიტუალს მხარს, განსაკუთრებით, დედები უჭერენ. მათ სწამთ, რომ ამ გზით შვილებს იცავენ და განათლების შესაძლებლობას აძელევენ, რადგან მათი ქალიშვილი არ გამოიყურება როგორც “გათხოვებისთვის მომწიფებული”.

“მკერდის დაუთოება” ისევე, როგორც მამაკაცების წინადაცვეთა,  ირიბ ძალადობადაა მიჩნეული.

ეს ტრადიცია ჯანმრთელობის ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს, როგორიცაა, მაგალითად მკერდის კიბო, აბსცესი, მკერდიდან ჩირქის გამონადენი, ქავილი, მკერდის ზომისა და ფორმის დეფორმირება.

2CD4778C00000578-3252162-image-a-10_1443449861843არიბი მოსახლეობის უმრავლესობა ქალიშვილების მკერდის დასაუთოებლად გაცხელებულ ქვას ან უროს იყენებს, მდიდარი ოჯახები კი – რეზინის ქამრებს.

ლონდონის ქალებისა და გოგონების განვითარების საქველმოქმედო ორგანიზაცია (Cawogido) ამ საკითხებზე პოლიციასთან, სოციალურ მუშაკებთან და შესაბამის ორგანოებთან ერთად მუშაობს, რათა აამაღლოს ცნობიერების დონე “მკერდის დაუთოების”
შესახებ.

მათ ვებ-გვერდზე აღნიშნულია: “მკერდის დაუთობა” ქალიშვილისა და დედის საიდუმლოა, რომლის შესახებაც მამებმა, უმეტეს შემთხვევაში, არაფერი იციან. გოგონებს სჯერათ, რომ ის, რასაც მათი დედები აკეთებენ, მისი მომვლისთვის უკეთესია და ამიტომ, ამ საკითხზე არ საუბრობენ.

წყარო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s