რამდენიმე დღის წინ, სამთავროს მონასტერში მამა გაბრიელის ცხედრის საბოლოო განსასვენებლის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 65 000 ლარი გამოუყო.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბერის № 2176 განკარგულებაშია აღნიშნული, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მამა გაბრიელის ცხედრის საბოლოო განსასვენებლის მოწყობასთან დაკავშირებული თანხები საპატრიარქოში გადარიცხული 25 მილიონის ნაცვლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელი ნიკა ანთიძე “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ განსასვენებლის მოწყობის ინიციატივა საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.

“უფლის ფერიცვალების სახელობის ტაძარში (სამთავროს დედათა მონატერში) ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის განსასვენებლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით მომზადდა. ვინაიდან სამთავროს დედათა მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში არსებულ ძეგლს წარმოადგენს, განსასვენებლის მოწყობის პროექტი, ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან (UNESCO-თან) შეთანხმდა”, – ამბობს ნიკა ანთიძე.

იურისტი ვახუშტი მენაბდე “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ქმედებით სახელმწიფო ჩვეულ პოლიტიკას აგრძელებს და ეკლესიისთვის მეტი დაფინანსების და რესურსის გამოყოფა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტადაა ქცეული, რაც მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის.

“ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ კულტურული მემკვიდრეობის მსგავსი შემთხვევები, რელიგიური მშენებლობა იქნება ეს თუ რესტავრაცია, არ უნდა დააფინანსოს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე პრობლემურ ასპექტთან გვაქვს: საჯარო ფინანსები კერძო რელიგიური ინტერესებისთვის არ უნდა იხარჯებოდეს; გადასახადის გადამხდელის ფული არ უნდა მიდიოდეს არცერთი რელიგიური გაერთიანების დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ვფიქრობ, რომ სეკულარული სახელმწიფო ვიწრო რელიგიურ ინტერესებს გადამხდელის თანხით არ უნდა აფინანსებდეს”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობს ფინანსთან სამინისტრო. რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც განსასვენებლის მოწყობის ინიციატორია, “17 მაისთან” კომენტარს არ აკეთებს. პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ის დაკავებულია და ამ თემაზე სასაუბროდ დრო არ აქვს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s