საქართველოს პატრიარქის 18 ოქტომბრის საკვირაო ქადაგებას, სადაც ილია მეორემ ემიგრაციაში სამუშაოდ წასვლას მანკიერი წესი უწოდა და ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა

რა გავლენა აქვთ ემიგრანტებს ქვეყნის ეკონომიკაზე და რა წვლილი შეაქვთ მათ ეროვნული ვალუტის გამყარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში? რა შედეგის წინაშე დადგება ქვეყანა, თუ ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან? – ამ და სხვა კითხვებით გამოცემა “17 მაისი” ეკონომისტებს დაუკავშირდა.

ეკონომისტის, აკაკი ცომაიას შეფასებით, თუკი ემიგრანტების გადმორიცხვები საგრძნობლად შემცირდება, ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე:

თუ ემიგრანტების უმრავლესობა ქვეყანაში დაბრუნდება და გადმორიცხვების რაოდენობა საგრძნობლად მოიკლებს, მაშინ ეს შეამცირებს ქვეყნის ეკონომიკის კეთილდღეობას, გაზრდის უმუშევრობის მაჩვენებელს და კიდევ უფრო დაამძიმებს ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებელს, გარდა ამისა, ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად აისახება ეროვნულ ვალუტაზე”, – აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, უცხოური გადმორიცხვების საგრძნობლად შემცირების გამო, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, შეიძლება, სავალუტო კრიზისი მივიღოთ:

თუ საგრძნობლად შემცირდება გადმორიცხვები, ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება დადგეს, ეს არის სავალუტო კრიზისი, რომელიც შეიძლება საკრედიტო კრიზისში გადაიზარდოს. არიან ადამიანები, რომლებსაც სესხები აქვთ ბანკებიდან აღებული და ასეთ შემთხვევაში, ისინი ვეღარ მოახერხებენ სესხების გადახდას. აქედან გამომდინარე, შეიქმნება ბევრი სხვა პრობლემაც. ბანკები დაიწყებენ იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვას და თუ მწვავე კრიზისი იქნება შექმნილი, ეს ქონებაც ვერ გაიყიდება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ჩამოშლის საფინანსო სისტემას. ეს არის ყველაზე მძიმე შედეგები, რაც შეიძლება მივიღოთ”, – აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, პატრიარქის მოწოდება ქალი ემიგრანტების მიმართ, ან სხვა ნებისმიერი ადამიანის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება რეალურ მდგომარეობას ვერ შეცვლის, რადგან საზოგადოების მთავარი ღირებულება ოჯახისა და შვილების რჩენაა:

ზოგადად, მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა, რომ დაბალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებიდან სამუშაოდ უფრო მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მიდიან, იმიტომ, რომ იქ უფრო მაღალი შემოსავალია და უკეთესად შეუძლიათ არჩინონ ოჯახები. შეიძლება, რომ პატრიარქმა მსგავსი მოწოდებები გააჟღეროს, მაგრამ ამას ვერ ექნება რეალური შედეგები, რადგან ადამიანებს პირველი ღირებულება რაც გააჩნიათ, არის ოჯახი, საკუთარი შვილი და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი ოჯახები არჩინონ”, – ამბობს ჯაფარიძე “17 მაისთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე უცხოეთში მცხოვრებ ქალებს საქართველოში დაბრუნებისა და აქ შრომისკენ მოუწოდა. როგორც პატრიარქი აცხადებს, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა მანკიერი წესია და შეუძლებელია საქართველოში ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s