“იდენტობას” დიდი ხანია ვიცნობ, როგორც მიუკერძოებელ და თავისი საქმის ერთგულ ორგანიზაციას – ასე შეაფასა “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელმა, გიორგი ტუღუშმა “იდენტობას” 5 წლიანი საქმიანობა.

ტუღუშის თქმით, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით “იდენტობა” ლიდერია და ზოგადად, მისი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში, იგივე დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხში, უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით დიდია.

“იდენტობას” ძალიან ვუფასებ, რომ არ არის შემოფარგლული მხოლოდ ერთი თემით და ზოგადად, ადამიანის უფლებებზე ბევრს მუშაობს. ცხადია, როგორც ყველა ორგანიზაციას, “იდენტობასაც” გააჩნია თავისი პრიორიტეტები. ბუნებრივია, ეს ასე უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ამ ორგანიზაციის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის”.

ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან, ტრანსფობიასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის საკითხებზე “იდენტობას” როლთან დაკავშირებით ტუღუში აცხადებს, რომ ორგანიზაცია პრობლემურ და ძალიან რთულ თემებზე მუშაობს, რაც საქართველოს პირობებში კიდევ უფრო რთულია და დიდ გამბედაობას მოითხოვს.

გარდა ამისა, იმედოვნებს, რომ “იდენტობა” არსებულ სტერეოტიპებსა და სტიგმებს ჩამოშლის და გარემოც ნაკლებად ჰომოფობიური გახდება

“იდენტობას” საკმაოდ მძიმე გარემოში უწევს საქმიანობა და ეს ყველამ კარგად ვიცით. ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის მიმართულებით ორგანიზაციას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია”, – ამბობს ტუღუში “17 მაისთან” საუბარში.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი ორგანიზაციას რამდენიმე რჩევას აძლევს და ამბობს, რომ თავის საქმიანობაში მეტი ახალგაზრდის ჩართვა მათ სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

“იდენტობას” ვურჩევდი, რაც შეიძლება, საქართველოს მეტ კუთხეში ჩაიტანოს ინფორმაცია ნებისმიერი სახის უმცირესობების უფლებებზე, მეტი საინტერესო მასალა შექმნას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ თემებზე მუშაობა საქართველოში ადვილი არ არის და ეს ყველას არ შეუძლია. ამას მარტო მოტივაცია და მონდომება არ ჰყოფნის, საჭიროა მამაციც იყო. “იდენტობას” ვუსურვებ არ დაეკარგოს ეს სიმამაცე და გამბედაობა”, – განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” 2010 წლის 8 ნოემბერს დაარსდა. უკვე ხუთი წელია, ის სხვადასხვა ნიშნის დისკრიმინაციის მსხვერპლი ადამიანების მიმღებლობის გაზრდისთვის მუშაობს. ორგანიზაციამ დაარსების დღიდან დღემდე სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარება სხვადასხვა სახის ძალადობის და ჩაგვრის მსხვერპლ ასობით ადამიანს გაუწია.

დაარსებიდან ხუთი წლის თავზე, ორგანიზაცია საკუთარი საქმიანობის კრიტიკულ შეფასებას, გაწეული საქმიანობის შეჯამებას და მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ორგანიზაციის ახალ პლატფორმაზე გადასასვლელად მომზადებას იწყებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s