“მე და საზოგადოება” საშიშროების შემცველია – ეს საპატრიარქოს განათლების ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ მანამ სკოლებში ამ საგნის სკოლებში სწავლება დაიწყება, აუცილებელია მისი ფართო განხილვა მოხდეს.

საპატრიარქოს განათლების ცენტრი ამბობს, რომ მათთვის ცნობილი გახდა პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოების შესახებ და სწორედ აქედან ჩანს, რომ ეს საგანი “ოჯახსა და ოჯახურ ღირებულებებს, ასევე ქრისტიანულ და ზოგად ადამიანურ პრინციპებს” ეწინააღმდეგება.

„ბოლო პერიოდში, განათლების სამინისტროს ინიციატივით შემოტანილმა საგანმა გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. იმისთვის, რომ დაზუსტდეს საპატრიარქოს სასწავლო ცენტრის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ უფრო მეტად მოხერხდეს საზოგადოების ჩართვა ამ საგნის განხილვაში საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი აკეთებს განცხადებას.

საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ საგნის „მე და საზოგადოება“ განხილვაში.

საგნის სტანდარტში აისახა ჩვენი კომიტეტის ზოგიერთი რეკომენდაცია, თუმცა მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ გაცილებით სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, რომელთა გაცნობაც საზოგადოებისთვის აუცილებლად მიგვაჩნია.

სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულია საგნის სტანდარტიდან 12-გვერდიანი ამონარიდი, რომელიც უწყინარი სახისაა, სტანდარტის სრული სამუშაო დოკუმენტი, რომელსაც განვიხილავდით, 80-გვერდიანი მასალა იყო და ის ფართო მკითხველისთვის ახლა უკვე მიუწვდომელია.

ვრცელი ვარიანტი შეიცავს დაუზუსტებელ და არაერთმნიშვნელოვან ტერმინოლოგიას და ცნებებს, რაც მრავალ კითხვას ბადებს. აღმოჩნდა ისიც, რომ უკვე მომზადებულია ამ საგნის სახელმძღვანელოებიც ანუ შემუშავებულია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ ეს პედაგოგები. თავად სტანდარტზე მუშაობა მართალია გრძელდება, მაგრამ პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოები უკვე დასრულებულია და სწორედ ეს წიგნებია უფრო დიდი საშიშროების შემცველი. მათში გაცხადებულია, სინამდვილეში რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს საგანი „მე და საზოგადოება”.

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საგანი მიმართულია ოჯახისა და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ.

მიგვაჩნია, რომ მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებისადმი მოთხოვნა, რომ მან ისაუბროს სახლში მომხდარი კონფლიქტის შესახებ, თანაკლასელებმა კი მისი მონათხრობი გაითამაშონ და ეს ყველაფერი საერთო მსჯელობის საგნად აქციონ, ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. შეიძლება თუ არა მოსწავლეს ავალებდნენ, რომ ოჯახის კონფლიქტთან ან ოჯახის რაიმე სხვა ნაკლოვანებასთან დაკავშირებით თავისი ფანტაზიითაც მოიგონოს ამბები. რათა შემდგომ მისი კლასში ინსცენირება მოახდინონ. ეს ხომ მშობლებისადმი პატივისცემას დააკარგვინებს მოზარდს და საერთოდაც უარყოფითად განაწყობს უფროსების მიმართ.  

პედაგოგთა გადამზადების წიგნებში გამოკვეთილია გენდერის თეორიის გავლენა, რომელიც ოჯახურ ტრადიციას, მშობლების და საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს ბავშვებზე ერთგვარი ძალადობის ინსტრუმენტად მიიჩნევს, რაც თავისუფალი საზოგადოების განვითარების დამაბრკოლებლად წარმოჩნდება. ამ თეორიის გამზიარებლები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სტერეოტიპების ანუ ოჯახში და საზოგადოებაში არსებული ტრადიციული შეხედულებების დანგრევა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. ხოლო თუ რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი, განმარტებულია პედაგოგთა გადამზადების სახელმძღვანელოებში. ამავე სახელმძღვანელობში განმარტებულია მათ შორის უსაფრთხო სექსი.

სტანდარტში ნახსენები ყოველგვარი განსხვავებულობის მიმღებლობის უნარი, რაც ბავშვმა უნდა შეიძინოს, პედაგოგთა წიგნებში უმთავრესად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმღეობას გულისხმობს, რისი დანერგვაც შესაბამისი სავარჯიშოებითა და აქტივობებით არის გამყარებული. განსხვავებულობის მიმღეობის უნარი არ შემოიფარგლება იმით, რომ ბავშვი არ იყოს აგრესიული სხვა ადამიანის მიმართ, არამედ გულისხმობს იმას რომ მან ნორმად, ნორმალურ მდგომარეობად მიიღოს ე.წ. სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესი. პედაგოგთა სახელმძღვანელოს მიხედვით, მასწავლებელმა უნდა შეძლოს ბავშვს ჩაუნერგოს, რომ ქორწინებამდე კავშირიც და ერთსქესიანთა კავშირი ნორმალურ ოჯახს წარმოადგენს. 

თუ საგნის სტანდარტში ბავშვი ვალდებულია ითამაშოს ოჯახის წევრებისა და მეზობლების როლები, პედაგოგთა სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ მათ ლესბოსელის და მეძავის როლებიც უნდა შეასრულონ და როლური თამაში მოსწავლის შეფასების შკალაში შედის.

სათქმელი სხვაც ბევრია, აქ მხოლოდ ძირითად პრობლემებს შევეხეთ. ესეც საკმარისია იმის წარმოსაჩენად, თუ რა რეალობასთან გვაქვს საქმე. დღეს არსებული სახით ეს არის საგანი, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ პრინციპებს, ასევე ზოგად ადამიანურ პრინციპებს. თუმცა, მივიჩნევთ, რომ შეფასებები მხოლოდ ჩვენგან არ უნდა გაკეთდეს. აღნიშნული საგნის სტანდარტის და პედაგოგთა სახელმძღვანელოს განხილვაში აუცილებელია ჩაერთონ მშობლები, მეცნიერები, ფსიქოლოგები და საერთოდ, საქართველოს საზოგადოების ფართო ფენა. ამ განცხადების მიზანიც ეს არის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი განხილვა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განათლების ცენტრის განცხადებაში.

საგანი “მე და საზოგადოება” “სამოქალაქო განათლების” ერთგვარი შესავალია და III-IV კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. მისი საპილოტე სწავლება სკოლებში 2015-2016 სასწავლო წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სავარაუდოდ, საპატრიარქოს ჩარევის გამო გადაიდო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s