2013 წლის 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მამა იოთამი, იგივე ირაკლი ბასილაია და მასთან ერთად ბრალდებულები სასამართლომ სრულად გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიება 161-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ, ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ხელის შეშლას გულისხმობს.

17 მაისის აქციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება თავდაპირველად ხუთი პირის მიმართ დაიწყო. მოგვიანებით არქიმანდრით ანთიმოზზე, იგივე თამაზ ბიჭინაშვილზე სამართალწარმოება შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით თბილისში მშვიდობიანი აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მის მიერ ქუჩაში გამოყვანილმა პირებმა ძალადობრივად ჩაშალეს.

მამა იოთამ ბასილაია ფოტო: დიმა ჩიკვაიძე, ტაბულა

მამა იოთამ ბასილაია
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე, ტაბულა

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s