ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში სტალინის ძეგლი დგას.

სოფლის რწმუნებულის წარმომადგენელი გურამ ბერაძე “17 მაისთან” საუბარში ამბობს, რომ ძეგლი ეკლესიის მოპირდაპირე მხარე, ათეული წლებია დგას და მის აღებას არავინ აპირებს.

სოფლის დეპუტატი ემზარ მურჯიკნელი ამბობს, რომ სტალინის ძეგლის აღების საკითხი რამდენიმე წლის წინ სოფლის კრებამ განიხილა და მისი დატოვება გადაწყვიტა.

“არავის უცდია ძეგლის აღება და სოფელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა მის აღებასთან დაკავშირებით. მოვიწვიე სოფლის საერთო კრება  და სოფელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო. თავის დროზე ეს სწორედ სოფლის მიერაა დადგმული. ერთ-ერთმა უხუცესმა რესტავრაცია გაუკეთა და მის მერე დგას”, – ამბობს მურჯიკნელი.

სოფელ წრომის დეპუტატის თქმით, ადრე სტალინის ძეგლის გვერდით ომში დაღუპულთა საპატივსაცემო მემორიალი იდგა. დღეს კი არც მემორიალი დგას და არც სტალინის ძეგლს აქვს რაიმე სახის წარწერა.

“სოფელი წინააღმდეგი იქნება მისი აღების. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სტალინის ძეგლისადმი ასეთი პოლიტიკა აქვს, ქვეყანას ქართველი ხალხი შეადგენს და ხალხის გადასაწყვეტია, რა როგორ უნდა გაკეთდეს. ძეგლს საბჭოთა სიმბოლიკა არ აქვს, ეს არის უბრალოდ ძეგლი”, – განუცხადა “17 მაისს” წრომის დეპუტატმა ემზარ მურჯიკნელმა.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში, დაბა შორაპანში სტალინის ძეგლი გუშინ აღმართეს, რომლის დემონტაჟიც გუშინვე დასრულდა. დემონტაჟისთვის ხელის შეშლის ბრალდებით პოლიციამ ზესტაფონის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, კობა გოჩალეიშვილი დააკავა.

იხილეთ: რატომ არ უნდა დაიდგას სტალინის ძეგლი მისი განდიდების მიზნით

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s