განათლების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე და ფსიქოლოგი, ლევან ზარდალიშვილი “17 მაისთან” იმ პროექტებზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ბულინგის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის ხორციელდება. მისი თქმით, საქართველოში შექმნილია 6 ფსიქოლოგიური ცენტრი და რეფერირების ინსტიტუტი, რომლებსაც განათლების სამინისტრო აფინანსებს.

“სახელმწიფოს მხრიდან ბულინგის პრევენციული ზომები ნამდვილად არის მიღებული. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში 6 ფსიქოლოგიური ცენტრია, რომლებიც განათლების სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და რომლებიც ემსახურებიან ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს ემსახურება. გარდა ამისა, ეს ფსიქოლოგიური ცენტრები საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს სკოლის მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასა და მანდატურთან. ასევე, შეიქმნა რეფერირების ინსტიტუტი”, – ამბობს ზარდალიშვილი.

მისი თქმით, ერთი წლის წინ ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც სკოლებში უნდა მუშაობდეს მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელიც კონკრეტულად ბულინგის პრევენციის საკითხებზე იქნება ორიენტირებული.

“ სკოლებში უნდა იყოს მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია გადამისამართებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი მუდმივად ამაზე იქნება ორიენტირებული. ისეთ შემთხვევაში, როცა დავუშვათ, ბავშვს ქცევა შეეცვალა, ეს უნდა შეამჩნიოს და შეტყობინება გამოგზავნოს ფსიქოლოგიურ ცენტრში, რომ შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოხდეს”.

საქართველოს განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაცია NASRO-სთან (National Association of School Resouce Officers). ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში და მსოფლიო გამოცდილებას უზიარებენ საქართველოს განათლების სისტემის წარმომადგენლებს – მანდატურის სამსახურს, ფსიქოლოგებს, სკოლის ადმინისტრაციას და ა.შ.

რაც შეეხება სკოლებში ფსიქოლოგის შეყვანას, ლევან ზარდალიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ყოველივე დროში გაწერილი პროცესია, რადგან ეს საკითხი დაკავშირებულია დიდი რაოდენობის ფინანსებთან და არა მარტო.

“თითოეულ სკოლაში ფსიქოლოგის შეყვანის საკითხზე განათლების სამინისტრო მუშაობს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სკოლის ფსიქოლოგის სკოლაში შეყვანა დროში წერილი პროცესია. ამ ფსიქოლოგებს სჭირდებათ სპეციალური მომზადება. საქართველოში 2083 სკოლაა და 2083 ფსიქოლოგის პოვნა, რომელიც სკოლაში იმუშავებს, არც ისე მარტივია. მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ სკოლის ფსიქოლოგს სჭირდება გარკვეული ანაზღაურება, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს არ აქვს”.

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ 2 ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, ფართოვდება მანდატურის სამსახური და 2018 წლისთვის იგი  საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს.

ზარდალიშვილის აზრით, ბულინგი გლობალური მოვლენაა და მის აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ სკოლას არ უნდა დაეკისროს. მისი თქმით, ამ საკითხისადმი სისტემური მიდგომაა საჭირო.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s