ქალმა, რომელიც “დეშელის” მსხვერპლად მიიჩნევს თავს, კომპანიასთან მომსახურების ხელშეკრულება გააუქმა.

ხელშეკრულების გაუქმება მან არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” დახმარებით შეძლო.

ქალმა “დეშელთან” მომსახურების ხელშეკრულებას ხელი 8 ოქტომბერს მოაწერა და 1590 ლარის გადახდა 15 ნოემბერს უნდა დაეწყო.

“იდენტობას” იურისტი ინგა არახამია ამბობს, რომ ქალმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636 მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვა მოითხოვა.

არახამია “17 მაისთან” ამბობს, რომ ხელშეკრულების გაუქმების პროცესში “დეშელის” გაყიდვების მენეჯერმა, ლანა მამალაძემ ქალს დამამცირებელი სიტყვებით მიმართა.

“ჰკითხეს, თუ რატომ ისაუბრა გამოცემა “17 მაისთან”. მამალაძე ეუბნებოდა – კარგი იქნება, მე იმ მასალის პასუხად დავწერო, რომ ისეთი ღარიბი ხარ, ქმარი 1500 ლარს ვერ იმეტებს შენი სახის მოსასვლელად? ეს ქალისთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყო. ასეთ აგრესიულ მარკეტინგს იყენებენ”, – ამბობს არახამია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” კომპანის “დეშელისგან” დაზარალებულ ქალებს იურიდიულ დახმარებას და მომსახურების ხელშეკრულების გაუქმებას სთავაზობს.

სამოქალაქო კოდექსის 636 მუხლით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა ქალებს იმ შემთხვევაშიც შეუძლიათ, თუ მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურებით უკვე ისარგებლეს.

“იმ ქალებს, რომლებმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურებით ისარგებლეს, აქვთ უფლება ხელშეკრულების გაუქმების. ისინი მხოლოდ მიღებული მომსახურების საფასურს გადაიხდიან მხოლოდ”, – ამბობს “იდენტობას” იურისტი.

შეგახსენებთ, რომ ქალმა 8 ოქტომბერს “დეშელთან” დადებული ხელშეკრულების გაუქმება 12 ოქტომბერს მოითხოვა. 26 ოქტომბერს ქალს განცხადების პასუხად აცნობეს, რომ მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

1

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s